დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზურაბ აბაშიძე - ბარამიძე, მინაშვილი, თაქთაქიშვილი და კანდელაკი საზღვარგარეთ საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციას ეწევიან
ავტორი:
2014/თებერვალი/24 18:00:03
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე იმ დეპუტატებს შორის, ვინც ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციას ეწევიან , გია ბარამიძეს, აკაკი მინაშვილს, ჩიორა თაქთაქიშვილს და გიორგი კანდელაკს ასახელებს.
როგორც აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნულ "ანსტისახელმწიფოებრივ კამპანიაში" ჩართულნი არიან "ნაციონალური მოძრაობის" ის წარმომადგენლები, ვინც საერთაშორისო ურთიერთობებს კურირებენ და დელეგაციების შემადგენლობაში შედიან.
"როდესაც ჩვენ ვართ ხოლმე ქვეყნის საზღვრებს გარეთ, იგივე ნატო-ში, ევროკავშირში ან სხვაგან, ჩვენი კოლეგები საპარლამენტო უმცირესობიდან, ოდიოზური პერსონაჟები, პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ეკლესია პუტინისა და კრემლის ინტერესების მთავარი გამტარებელია და ამავდრულად, მთავარი დამაბრკოლებელი ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ინტეგრაციისთვის. ასეთ განცხადებებს აკეთებენ "ნაციონალური მოძრაობის" ის წარმომადგენლები, ვინც ყველაზე ხშირად დადიან საზღვარგარეთ, არიან დელეგაციების შემადგენლობაში და პარტიაში საერთაშორისო პორტფელი აბარიათ. ესაა, გნებავთ, კანდელაკი, ბარამიძე, მინაშვილი, თაქთაქიშვილი და სხვები, ვინც საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში არიან ჩართულნი", - განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, აქამდე კონკრეტული სახელები და გვარები იმიტომ არ დაუსახელებია, რომ მიიჩნევდა, თუ ეს მთელი "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია არ არის, ვინც ასე არ ფიქრობს, თავად უნდა გაემიჯნოს თავიანთი კოლეგების განცხადებებს, რომლებიც, აბაშიძის თქმით, ანტისახელმწიფოებრივია და ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
საქმე ისაა, რომ დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთ ბალკანეთის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ცენტრალური ევროპული ინიციატივის დეპარტამენტის დირექტორთან, ელჩ ჰაიდემარია გიურერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უცხოელმა სტუმარმა მას პირდაპირ დაუსვა კითხვა იმის თაობაზე, ხომ არ ატარებს საქართველოს ეკლესია რუსეთის ინტერესებს. კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ უცხოელ პარტნიორებს მსგავს არასწორ ინფორმაციას მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ ოპოზიცია აწვდის. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მსგავსი განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა "თავისუფალი დემოკრატებიდან" ზურაბ აბაშიძემაც გააკეთა, თუმცა მაშინ მან, ისევე როგორც კვაჭანტირაძემ, იმ პირთა ვინაობის დასახელებისგან, ვინც "საქართველოს ეკლესიის მავნებლურ როლზე" დასავლეთში საუბრობს, თავი შეიკავა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1008
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია