დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი – მზად უნდა ვიყოთ რუსეთის იმპერიის დაშლისთვის
ავტორი:
2014/თებერვალი/24 13:00:02
საქართველოში ძალიან ბევრს გაუჩნდა ისეთი ილუზია, თითქოს რუსეთი ისეთი უძლეველია, რომ ბაბაიას ძახილის გარეშე დათვთან ვერაფერს გააწყობ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
"დაუძახეს ამათ ბაბაია? როგორ დაუდგნენ დათვს. რა თქმა უნდა, რუსეთი იყო, რა თქმა უნდა, რუსებმა გააკეთეს ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, 2 მილიარდი დოლარი მისცეს იანუკოვიჩს, რომ ეს გაეკეთებინა. ხომ ხედავთ ახლა სად არის რუსეთი - სრულ გაურკვევლობაშია, იმიტომ, რომ სრული მარცხი მოუვიდა უკრაინაში. ეს არის ის, რასაც მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ - ეს იმპერია დამარცხდება და დაიშლება. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად მისი დაშლისთვის და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავყვეთ მას საფლავში", - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი შეეცდება ყირიმში ისეთივე სცენარი განავითაროს, როგორც აფხაზეთში და ცხინვალშია, თუმცა სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს არ გამოუვა.
"ხო ხედვათ რა ხალხია - თქვენ გგონიათ ისინი ამ გამარჯვებას დაუთმობენ ვინმეს?! დაიხოცებიან, მაგრამ დარჩებიან თავისუფლები. თუცმა, ვერც დახოცავენ, იმიტომ რომ მაგრები არიან", -განაცხადა სააკაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1314
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია