დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნოდარ ხადური - ინფლაციის უმნიშვნელო ზრდა ბიუჯეტის დანაკლისს ვერ შეავსებდა
ავტორი:
2014/თებერვალი/24 11:30:02
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ინფლაციის უმნიშვნელო ზრდა ბიუჯეტის დანაკლისს ვერ შეავსებდა.
ამის შესახებ ხადური გაზეთ "კვირის პალიტრის" ეკონომიკურ დამატება "ეკონომიკურ პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.
ხადური გამოემხაურა დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ვარდნას და გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ეს ბიუჯეტში მეტი თანხის მობილიზებას უწობდა ხელს.
"ეს პროცესი მოხდა მთელ მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ზოგან მეტად და ზოგან ნაკლებად. აშშ-ის ეკონომიკის გამოცოცხლებამ გამოიწვია დოლარზე მოთხოვნის ზრდა ყველა ქვეყანაში, მათ შორის, მაგალითად, თურქეთში 20 %-ით. ჩვენი ეკონომიკა დოლარიზებულია და ყველა საქმიანი გარიგების 70-75 % დოლარში იდება. როცა ეკონომიკის გამოცოცხლება იწყება, დოლარზე მოთხოვნა იზრდება. ჩნდება სუბიექტური ფაქტორიც – ცუდი მოლოდინების ტირაჟირება, რომ ქვეყანა ინგრევა, ლარს კუპონის ბედი ელის, ხადური რას აკეთებს და სხვა. ვალი სახელმწიფოსაც უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული და თუ დოლარის კურსი ლარის მიმართ იზრდება, ეს არც სახელმწიფოს აწყობს, რადგან ვალის მომსახურების ხარჯები იმატებს. რაც შეეხება ბიუჯეტის შევსების სარგებელს, უკაცრავად, თქვენ ეს არ გეხებათ, მაგრამ ეს არაპროფესიონალური განაცხადია, რადგან ინფლაციის უმნიშვნელო ზრდა ვერ შეავსებდა ბიუჯეტის დანაკლისს", - აცხადებს ხადური "ეკონომიკურ პალიტრასთან" ინტერვიუში.
ამასთან, ფინანსთა მინისტრის შეფასებით, ხელოვნურად შექმნილმა აჟიოტაჟმა, ოპონენტებისა და "ყველაფროლოგი" ექსპერტების უსაფუძვლო განცხადებებმა გამოიწვია ის, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ჰქონდათ ლარი კონვერტირება დოლარში გადაწყვიტეს, ვისაც დოლარი ჰქონდა, ელოდებოდა კურსის კიდევ უფრო ზრდას.
"შესაბამისად, დოლარზე მოთხოვნა გაჩნდა, ბაზარს კი დოლარი არ მიწოდებოდა", - განმარტავს ფინანსთა მინისტრი, რომლის თქმითაც, სწორედ აღნიშნულის გამო ეროვნულმა ბანკმა დოლარის ინტერვენცია დაიწყო.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1135
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია