დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რუსი მაღალჩინოსანი - ჩვენ ვიბრძოლებთ ყირიმისთვის და შევალთ იქ, როგორც ეს საქართველოში გავაკეთეთ
ავტორი:
2014/თებერვალი/23 10:30:02
თუ უკრაინა გაიყოფა, ეს ომამდე მიგვიყვანს. პირველ რიგში, უკრაინა დაკარგავს ყირიმს, რადგან ჩვენ შევალთ იქ და დავიცავთ მას, როგორც ეს საქართველოში გავაკეთეთ. ამის შესახებ ერთ-ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა გამოცემა The Financial Times-ს განუცხადა.
"რუსეთი მზად არის იბრძოლოს ყირიმისთვის, რათა დაიცვას მისი ეთნიკურად რუსი მოსახლეობა და ყირიმში არსებული რუსეთის სამხედრო ბაზები", - ციტირებს გამოცემა რუსული მაღალჩინოსნის კომენტარს.
ამასთან, The Financial Times-ი აღნიშნავს, რომ 2008 წელს რუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მოგვიანებით კი რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ ის ერთადერთი ძირითადი ქვეყანაა, რომელმაც მათი დამოუკიდებლობა აღიარა.
"საქართველოსთან ხანმოკლე კონფლიქტს კრემლში ცივი ომის შემდეგ რუსეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე მწვავე დაპირისპირებად მიიჩნევენ", - ნათქვამია The Financial Times-ის სტატიაში.
ამასთან, როგორც სტატიაშია აღნიშნული, უკრაინაში მსგავსი სცენარის განმეორებას ვარაუდობენ, რადგან ქვეყანაში შექმნილმა სამოქალაქო კონფლიქტმა დაძაბულობა გააღვივა ყირიმში, სადაც მოსახლეობის 60% ეთნიკურად რუსები არიან, დანარჩენები კი უკრაინელები და ყირიმელი თათრები.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ყირიმის უკრაინისგან გამოყოფას არ გამორიცხავს ყირიმის პარლამენტის სპიკერი ვლადიმერ კონსტანტინოვი.
"ეს შესაძლებელია, თუ ქვეყანა შუაზე გაიხლიჩება. ყველაფერი ამისკენ მიდის", - ციტირებს გამოცემა ვლადიმერ კონსტანტინოვის "ინტერფაქსისთვის" გაკეთებულ კომენტარს. იგი ასევე აცხადებს, რომ ყირიმელებმა დაცვისთვის შესაძლოა რუსეთს მიმართონ.
ამასთან, როგორც სტატიის ავტორები კეთრინ ჰილი და რომან ოლერჩუკი წერენ, პირად საუბრებში ბევრი რუსი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ უკრაინა რუსეთის გავლენის სფეროშია მოქცეული.
"ჩვენ არ მივცემთ ევროპასა და აშშ-ის იმის ნებას, რომ უკრაინა წაგვართვან. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები ერთი ოჯახი ვართ. ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთი ისეთივე სუსტია, როგორც ეს 90-იანი წლების დასაწყისში იყო, მაგრამ ასე არ არის", - ციტირებს გამოცემა ერთი-ერთი მაღალჩინოსნის კომენტარს

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1137
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია