დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ბაქრაძე - დავით უსუფაშვილის შეთავაზება "კარგი ხუმრობა" იყო
ავტორი:
2014/თებერვალი/22 02:00:03
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზება, პარლამენტის თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით, "კარგი ხუმრობა" იყო. დავით ბაქრაძის თქმით ამ შეთავაზებას სერიოზულად არ განიხილავს.
"როგორც ხუმრობა, ნამდვილად კარგი იყო, მაგრამ სერიოზულად ვერ მივიღებთ ამ წინადადებას ორი მიზეზის გამო. პირველი - პრეზიდენტი რომ უნდა იყოს პრეზიდენტის სასახლეში, ეს მის ინტერესებში შედის. მე არასწორად მიმაჩნია ვივაჭროთ, პრეზიდენტი შევა თუ არა სასახლეში, შეუძლია არ შევიდეს, ეს მისი არჩევანია. მეორე - პარლამენტის ქუთაისში გადმოტანას ის მიზანი ჰქონდა, რომ შეგვექმნა ახალი ინსტიტუცია, რომ საქართველოს მთელი ხელისუფლება არ არის თავმოყრილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე და არსებობს სხვა პოლიტიკური ცენტრიც. არც მე არ მსიამოვნებს ფიზიკურად აქეთ-იქით სიარული, მაგრამ ამ საკითხზე ვაჭრობა, რომ ქუთაისი აღარ იყოს პოლიტიკური ცენტრი და სანაცვლოდ პრეზიდენტი შევიდეს რეზიდენციაში, ამ თემაზე სერიოზული განხილვა ვერ გვექნება. როგორც ხუმრობა მივიღე, მეც გამეცინა, ნამდვილად ენამოსწრებულად იყო ნათქვამი", - განაცხადა ბაქრაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში".


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1254
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია