დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - როდესაც ხელისუფლება თავისი ხალხის წინააღმდეგ მიდის სადამსჯელო ოპერაციაზე, იმ ხელისუფლების საქმე წასულია
ავტორი:
2014/თებერვალი/21 23:30:02
როდესაც ხელისუფლება მიდის სადამსჯელო ოპერაციაზე თავისი ხალხის წინააღმდეგ, იმ ხელისუფლების საქმე წასულია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
უსუფაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ჩარევა და შეთანხმება მისასალმებელია.
"როდესაც დაინახე, რომ ათიათასობით ადამიანი გამოვიდა და რაღაცას გთხოვს, შენ მიუშვირე წყლის ჭავლი და გაყარე, მოვიდა ორი იმდენი, იარაღი ესროლე, გარდაიცვალა სამი კაცი ვთქვათ, ხედავ, რომ ამის შემდეგ 50 000 მოვიდა და მერე მიდიხარ იმაზე, რომ იწყებ კიდევ გამოხშირვას, ამით რა?! ვის აქვს ილუზია, რომ დააშინებს ამ ხალხს. ეს ხომ ის ზღვარია, რომლის გადალახვა არის იმ ტიპის გარდაუვალი ჯაჭვური რეაქცია, რომელიც კატასტროფისკენ წაიყვანს არა მხოლოდ ხელისუფალს, არამედ ქვეყანას. ჩვენ, საქართველომ ეს ვიწვნიეთ, ბევრი ასეთი ტრაგედია გამოვიარეთ",-განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს 26 მაისის მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენა და აღნიშნა, რომ როდესაც ხელისუფლება მიდის სადამსჯელო ოპერაციაზე თავისი ხალხის წინააღმდეგ, იმ ხელისუფლების საქმე წასულია.
"ერთადერთი კითხვა რჩება ხოლმე იქ - ქვეყნის საქმეც წასულია, თუ მარტო ხელისუფლების. ჩვენ მოვახერხეთ, რომ მხოლოდ ხელისუფლების საქმე ყოფილიყო წასული, ქვეყანა გადარჩა და მიდის წინ. ვინც გონს მოვა, იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, ვისაც დანაშაული არ აქვს ჩადენილი, ხვალაც შეუძლია მიიღოს მონაწილეობა სწორ საქმეში. უკრაინაში მივიდა ზღვარზე ეს ქვეყანა. უკრაინელ ხალხს არა მარტო ევროპულ არჩევანს და თავისუფლებას ვუსურვებ, არამედ ვუსურვებ ქვეყანა გამოიყვანონ ამ კრიზისიდან. საერთაშორისო საზოგადოების ჩარევა, დაგვიანებული, მაგრამ ჩარევა და გარკვეული შეთანხმება ეს მხოლოდ მისასალმებელია. ამ თვალსაზრით ეს გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის. უნდა გავიგოთ, რომ ხელისუფლებას არ აქვს არც ერთი კანონდარღვევის ჩადენის უფლება. უკრაინაში რამ გამოიწვია ეს ყველაფერი - არასამართლიანმა არჩევნებმა, გაუხსნელმა მედიამ, ბიზნესკლანების თარეშმა. ევროპული არჩევანის მქონე ხალხი დაუპირისპირდა იმ კლანურ სისტემას. დღეს ჩვენი ოპონენტები გვიკიჟინებენ, რომ რუსეთია აქ ყველაფერი. რა თქმა უნდა, რუსეთი იყენებს იმ ბერკეტებს, რაც მას დახვდება ქვეყნის შიგნით - სადღაც იყენებს პოლიტიკურ ძალებს, სადღაც იყენებს ბიზნეს ძალებს, სადღაც იყენებს სეპარატისტულად განწყობილ მოსახლეობას ან უმცირესობებს ან სხვა ინსტიტუტებს. მტერი იყენებს იმას, რაც მას დახვდება გამოსაყენებელი",-განაცხადა უსუფაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 984
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია