დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კანდელაკი - ივანიშვილი დანაპირებების შესრულების მაგივრად ეგზოტიკური აკვარიუმის გამდიდრებით არის დაკავებული
ავტორი:
2014/თებერვალი/21 20:30:03
უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტს ის დაპირებები შეახსენა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას წინასაარჩევნოდ მისცა.
კანდელაკის განცხადებით, ბევრი მნიშვნელოვანი დაპირება დარჩა შეუსრულებელი, დღევანდელი ხელისუფლება კი რეპრესიებით არის დაკავებული
"თქვენ იკითხეთ თუ ვინ ახსენა თავიდან ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების იდეა. ეს იდეა ახსენა ბიძინა ივანიშვილმა და საკუთარი დანაპირებების შესრულების მაგივრად ის ამჟამად ეგზოტიკური აკვარიუმის გამდიდრებით არის დაკავებული. კარგი იქნება საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას მოუსმინოს მოსახლეობამ და ყველა დაინახავს, რომ ამ ხალხს, ამ გუნდს არ გააჩნია კონკრეტული ხედვა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს. დღეს ჩვენ დავინახეთ ის, რომ პრეზიდენტს არ წარმოუდგენა არანაირი ხედვა თუ როგორ აპირებს მთავრობის დახმარებას, შეასრულოს საკუთარი დანაპირები, რომელიც არავის დავიწყებია. ტყუილი აღმოჩნდა 100 ქარხნასთან დაკავშირებით დაპირება, ასევე ნარმანიას ნათქვამი, რომ გაიხსნებოდა 50 კმ მაგისტრალი. სინამდვილეში კი მხოლოდ 1 კმ გაიხსნა. თქვენი გამოსვლა, ბატონო პრეზიდენტო, უკრაინასთან დაკავშირებით იყო უპასუხისმგებლო, რადგან ყველამ კარგად იცის, იქ რაც ხდება, ეს არის რუსეთის "დამსახურება". ის ხელს უშლის საკუთარი მეზობლების სწარფვას ევროპისაკენ. მე შეგახსენებთ, რომ უკრაინელი ბიჭები საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და იმას მაინც იმსახურებს უკრაინელი ხალხი, რომ მოვუწოდოთ მთავრობას, წამლები მაინც გაუგზავნონ დაჭრილებს. არიან თქვენს გუნდში ადამიანები, რომლებიც რეგულარულად აძაგებენ ნატოს და გამოირჩევნიან ანტიდასავლური გამოსვლებით. მაგალითად ბატონი თოფაძე. მან თქვა, რომ ყველა უბედურება, რაც დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანას, მოუტანა ნატომ. ბატონო პრეზიდენტო, დღეს თქვენ და თქვენს პოლიტიკურ გუნდს გაქვთ ფუფუნება გყავდეთ კომპეტენტური ოპოზიცია. ჩემი რჩევა იქნება, ბატონო პრეზიდენტო, რომ შეასრულეთ დანაპირები, რომელიც მიეცით ქართველ ხალხს", – განაცხადა უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1059
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია