დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით პატარაია - პრეზიდენტი თავის მოხსენებაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება
ავტორი:
2014/თებერვალი/21 11:30:02
საქართევლოს პრეზიდენტი თავის მოხსენებაში იმ ძირითად საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია , - აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დავით პატარაია.
"პრეზიდენტი მოხსენებით წარსდგება პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე. ის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას, მათ შორის ეკონომიკაზე, სოციალურ საკითხებზე და ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე. მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება მისი მოხსენება ქვეყნის უსაფრთხოებაზეც", – აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დავით პატარაია.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე დღეს, 14:00 საათზე წარსდგება. პრეზიდენტს პარლამენტში 45-წუთიანი გამოსვლა ექნება. პრეზიდენტის გამოსვლვის შემდეგ გამოცხადდება შესვენება, რომელიც შემდეგ ფრაქციების გამოსვლით განახლდება. უმცირესობა–უმრავლესობას 45 წუთი ექნება გამოსვლისთვის, რომლის შემდეგაც სხდომა გაგრძელდება პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლით.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1214
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია