დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ბერძენიშვილი - მარგველაშვილის გამოსვლა სააკაშვილის და შევარდნაძის გამოსვლებისგან ბევრად განსხვავებული იქნება
ავტორი:
2014/თებერვალი/21 10:30:02
პრეზიდენტის გამოსვლა იქნება საინტერესო და ბევრად განსხვავებული, ვიდრე სააკაშვილის და შევარდნაძის გამოსვლა პარლამენტში" , – ამის შესახებ სპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალი რეგულაციებით მარგველაშვილი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, ამიტომ მისი გამოსვლაც გარკვეულწილად სხვა ფორმატის იქნება.
,,ყველა წინა პრეზიდენტი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი. დღევანდელი კონსტიტუციით კი გვყავს ხელმძღვანელი, რომელსაც წარმომადგენლობითი ფუნქციები აქვს, ის უშუალოდ არ მართავს მთავრობას, ამიტომ მე ინტერესით ველოდები გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას. ეს უნდა იყოს განსხვავებული სააკაშვილის და შევარდნაძის გამოსვლისაგან, რადგან ისინი ლაპარაკობდნენ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. რთული ამოცანა აქვს პრეზიდენტს და მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე მე ძალიან დაიმედებული ვარ, რომ ეს სიახლე იქნება მისი მხრიდან ათვისებული და შესრულებული", - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე დღეს, 14:00 საათზე წარსდგება. პრეზიდენტს პარლამენტში 45-წუთიანი გამოსვლა ექნება. პრეზიდენტის გამოსვლვის შემდეგ გამოცხადდება შესვენება, რომელიც შემდეგ ფრაქციების გამოსვლით განახლდება. უმცირესობა–უმრავლესობას ექნება 45 წუთი გამოსვლისთვის, რომლის შემდეგაც სხდომა გაგრძელდება პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლით.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1172
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია