დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პარლამენტის კომიტეტზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ავტორი:
2014/თებერვალი/20 14:30:02
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღების საკითხის განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
"არ ვაპირებ ქალბატონ ეკასთან რომელსაც სკოლის დირექტორად წარმოუდგენია თავი პოლემიკაში შევიდე", – მსგავსი განცხადება კომიტეტის სხდომაზე უმცირესობის წარმომადგენელმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ეკა ბესელიას მისამართით გააკეთა.
ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, ამ საკითხის განხილვა პარლამენტში ამ ფონზე არ უნდა მიდიოდეს.
"მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ არავის, რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ აქვთ უფლება ჩაქოლონ სხვა რელიგიის წარმომადგენლები. საქარველოს პარლამენტი უნდა ასრულებდეს იმ მოთხოვნებს, რომელიც არის საერთაშორისო სტანდარტებში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პარლამენტი მიდის იმ ადამიანების კაპრიზებზე, რომლებიც გარკვეული სექტანტური მიმართულებიდან უპირისპირდებიან თვითონ სინოდის გადაწყვეტილებასაც"", – განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივ პოლიტიკური ორგანიზაციათა გაერთიანების ,,უფლის სახელით–უფალია ჩვენი სამართლის" საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ, რომელიც ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დაწესების საკითხს შეეხება. პროექტის ავტორთა განმარტებით, საქართველოს მაცხოვრებელთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ,,ჩიპიანი ბარათის აღება".
პროექტის კანონინიციატორთა თხოვნით 2014 წლის 1 მარტამდე იუსტიციის სამინისტროს მთავრობამ უნდა დაავალოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის შემოღებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება. აღნიშნულ ინიციატივას 100 ათასზე მეტი ხელმოწერა აქვს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1117
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია