დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტში ბაბუშერას სამარხიდან ქართველი მებრძოლების ნეშტის გადმოსვენების საკითხს განიხილავენ
ავტორი:
2014/თებერვალი/20 13:30:02
პარლამენტში, დღეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე 1992-93 წლებში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად და მის შემდგომ უგზო-უკვლოდ დაკარგულ საქართველოს მოქალაქეთა ექსჰუმაციებისა და იდენტიფიცირების სამოქმედო გეგმას განიხილავენ.
კომისიის თავმჯდომარის, გია ვოლსკის განმარტებით, შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვლდება ბაბუშერას სამარხიდან ქართველი დაღუპული მეომრების ნეშტის გადმოსვენების საკითხზე.
,,კომისია დღეს მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ, რომელიც ბაბუშერას სამარხიდან ქართველი დაღუპული მებრძოლების ნეშტის გადმოსვენების საკითხს უკავშირდება. ვიცით, რომ მსგავსი სამარხი არის თბილისშიც, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ აფხაზი მებრძოლები არიან დამარხული. შეთანხმდა ორივე მხარე იმის თაობაზე, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყოს სამუშაოები სამარხების გახსნის და ამით ცოტა შევუმსუბუქოთ იმ დედებს ტკივილი, რომელსაც წლების მანძილზე ატარებდნენ დაღუპული შვილებისა და ახლობლების გამო", – აცხადებს გია ვოლსკი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1151
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია