დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაია ფანჯიკიძე არ აკონკრეტებს, შეხვდება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ბარაქ ობამას
ავტორი:
2014/თებერვალი/20 12:00:02
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე არ აკონკრეტებს, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება თუ არა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას.
ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ დღეს ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში, გიუნტერ ოტინგერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"პრემიერი აშშ-ში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად მიემგზავრება შაბათს, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მიწვევით. მას ეს მიწვევა მიუვიდა ჯერ კიდევ დეკემბერში, როდესაც აქ იმყოფებოდა ქალბატონი ვიქტორია ნულანდი. უკვე ორი თვეა ვიზიტის მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება. პრემიერს ექნება შეხვედრა თეთრ სახლში და შესაძლებელია სხვა საინტერესო შეხვედრებიც იყოს, რომლის თაობაზეც მე ჯერჯერობით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგანაც თეთრი სახლის პროტოკოლთან შეთანხმებულები ვართ, რომ დეტალები იქ გამართული შეხვედრებისა წინასწარ არ იყოს გამჟღავნებული", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი 22 თებერვლიდან -ლი მარტის ჩათვლით გაგრძელდება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1180
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია