დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა
ავტორი:
2014/თებერვალი/19 20:30:02
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა. ცვლილების მიხედვით, 2015 წლის 17 ივნისს ქვეყანა ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის და, შესაბამისად, საკანონმდებლო აქტებში ციფრული მაუწყებლობის შესაბამისი ტერმინოლოგიის ჩაწერა მოხდება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძის განცხადებით, მთავრობა კანონონპროექტის დაჩაქრებულად განხილვას ითხოვს.
"სწორედ ამ საკანონმდებლო ტერმინების ჩამოყალიბება მოხდა დღეს. მთავრობის გეგმა ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით 2014 წლის 10 თებერვალს არის დამტკიცებული. ძირითადად ცვლილებები შეეხება კონკურსის წესით სიხშირეების ლიცენზიის გაცემას. ასევე, კანონითაც განისაზღვრება საბოლოო ვადა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო ხელშეკრულებასთან. მნიშვნელოვანია, რომ შპს ტელერადიო ცენტრს უსასყიდლოდ გადაეცემა კონკრეტული სიხშირეები, რადგან შემდგომში მის მიერ მოხდეს ციფრული და ანალოგიური სიხშირეების სარგებლობის უზრუნველყოფა. მთავრობა აღნიშნული კანონპროექტის განხილვას დაჩქარებული წესით მოითხოვს და სავარაუდოდ ის მიმდინარე კვირაში დამტკიცდება", – აღნიშნა ნათია მიქელაძემ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1144
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია