დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით უსუფაშვილი - პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, რომ დეპუტატების კითხვებს პასუხი გასცეს
ავტორი:
2014/თებერვალი/19 12:00:03
საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობის ფორმატზე დეპუტატები ხვალ იმსჯელებენ. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა , უმცირესობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ფორმატის საბოლოო ვარიანტი ხვალ შეჯერდება.
"პრეზიდენტის გამოსვლა 21 თებერვალს 14 :00 საათზე გაიმართება. ვინაიდან პარლამენტის რეგლამენტი გარკვეულ პროცესებს ითვალისწინებს თუ როგორ გაიმართება ფრაქციებისა და დეპუტატების გამოსვლა, ამ საკითხზე ხვალ ვიმსჯელებთ. პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა ბოლომდე მოგვისმინოს და საჭიროების შემთხვევაში, დეპუტატების კითხვებს გასცეს პასუხი", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრების მიზნით მოწვეული არიან დიპლომატები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და სხვა თანამდებობის პირები.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1188
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია