დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნოდარ ხადური "ჯეოსელში" მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებში პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს
ავტორი:
2014/თებერვალი/18 18:00:02
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური "ჯეოსელში" საგამოძიებო მოქმედებებისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემის მცდელობაში ოპონენტებს ადანაშაულებს.
როგორც ხადურმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, გამოძიება თავად გაასაჯაროებს იმ ინფორმაციას, რაც გამოძიების მიმდინარეობას ხელს არ შეუშლის.
"ვფიქრობ, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, საგამოძიებო მოქმედებებს პოლიტიკური ელფერი მისცენ. ძიებას მხოლოდ ფინანსური მიმართულება აქვს და არაფერი საერთო არ აქვს იმ ეჭვებთან და მოსაზრებებთან, რომელიც ჩვენს ოპონენტებს გააჩნიათ. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ გამომძიებლები მუშაობენ და კომპანიის საქმიანობას ხელი არ ეშლება", - აღნიშნა ხადურმა.
მობილური კავშირგაბმულობის კომპანია "ჯეოსელში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამედნიმე დღის წინ შევიდა. კომპანიაში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1153
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია