დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობა იწყება
ავტორი:
2014/თებერვალი/18 09:00:02
დღეიდან პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს. საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში მომზადებულ პაკეტზე მსჯელობას კომიტეტებში იწყებენ. ცვლილებები შედის როგორც "საარჩევნო კოდექსში", ასევე "მაუწყებლობის შესახებ", "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" და "გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ" კანონებში.
საარჩევნო, საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი ნაწილი ადგილობრივ თვითმმარველობის არჩევნებს უკავშირდება და მთავარი სიახლე, რაც საარჩევნო კანონში აისახება თვითმმართველ ქალაქებში - მერების, ხოლო მუნიციპალიტეტებში - გამგებლების პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებული საკითხებია. მერებსა და გამგებლებს ამომრჩეველი ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით აირჩევს.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, გამგებლის ასარჩევად 33%-იანი ბარიერი, ხოლო მერების ასარჩევად 40%-იანი საარჩევნო ბარიერი წესდება.
გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოებში პროპორციული წესით ასარჩევ საკრებულოს წევრთა რაოდენობა ხუთით იზრდება. შესაბამისად, საკრებულებში პროპორციული წესით 10 წევრის ნაცვლად, 15 წევრი იქნება ასარჩევი.
ასევე, პროექტის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტების საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში ბარიერი 4%-მდე მცირდება და თბილისის საკრებულოს პროპორციული არჩევნებისთვის დადგენილ საარჩევნო ბარიერს უთანაბრდება.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინფორმირებულობისთვის და მათი არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, საარჩევნო უბნების ადაპტირება უნდა მოხდეს. ინიცირებული კანონპროექტის, გათვალისწინებით წინასაარჩევნო რეკლამა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე სატელევიზიო დებატები სურდო-თარგმანით იქნება უზრუნველყოფილი.
საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების ცალკეულ პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებითაც შედის.
ამასთან, როგორც მოსალოდნელია, პარლამენტში ინიცირებულ პროექტში რამდენიმე არსობრივი შინაარსის ცვლილება აისახება - კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაა, რომ ყველა პარტიას, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში ხმების სულ მცირე 3%-ს დააგროვებს, არჩევნებისთვის გაწეული ხარჯები ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარის ფარგლებში დაუფინანსდეს. დღესვე ცნობილი ხდება პრემიერ-მინისტრის იმ ინიციატივის შესახებ, რომლის გათვალისწინებით, მერებისა და გამგებლების საარჩევნო ბარიერი 50%-მდე უნდა გაიზარდოს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1043
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია