დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე პრემიერის ინიციატივას მიესალმება
ავტორი:
2014/თებერვალი/17 23:30:02
"თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე დაჩი ებრალიძე მიესალმება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით.
როგორც ებრალიძე აცხადებს, მაღალი საარჩევნო ბარიერი არჩეულ გამგებლებსა და მერებს მეტ ლეგიტიმაციას მიანიჭებს, არასაპარლამენტო ოპოზიციას კი ამ თემით სპეკულირების საშუალებას მოუსპობს.
"ჩემთვის გაუგებარია, რატომ მიიჩნევს ზოგიერთი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯს საკუთარ გამარჯვებად. ჯერჯერობით გამარჯვება-დამარცხებაზე საუბარი ნაადრევია. უმჯობესი იქნება თუ ამ თემაზე ისინი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ისაუბრებენ, როდესაც ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა დაითვლება", - აცხადებს ებრალიძე.
"თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ არსებული კონკურენციის ფონზე კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატებს 50%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ყველა თვითმმართველ ქალაქში მერები პირდაპირი გზით 50%-იანი ბარიერით აირჩევა. ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ ძალებს სთავაზობს, ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლების არჩევაც 50%-იანი ბარიერის გადალახვის გზით მოხდეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ შეხვედრაზე მმართველი კოალიცია აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერაზე დაითანხმა.
პარლამენტში ინიცირებული პროექტის გათვალისწინებით კი, გამგებლის ასარჩევად 33%-იანი ბარიერი, ხოლო მერების ასარჩევად 40%-იანი საარჩევნო ბარიერი წესდება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1123
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია