დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნინო ბურჯანაძე - ფულადი კომპენსაციის მიცემას ხელისუფლება ნურავის დაამადლის
ავტორი:
2014/თებერვალი/17 21:30:02
თუ ხელისუფლებას ნამდვილად უნდა პარტიების გაძლიერება, პარტიები უნდა გააძლიეროს არჩევნებამდე და არა - არჩევნების შემდეგ , - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა პარტიებისთვის ნახევარმილიონიანი კომპენსაციის გამოყოფის კომენტირებისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ხელისუფლებამ კომპენსაცია არავის უნდა დაამადლოს. "ფულადი კომპენსაციის მიცემას ხელისუფლება ნურავის დაამადლის. ეს ნორმა არსებობდა წინა პერიოდის განმავლობაშიც, უბრალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო გამორჩენილი სიაში. რაც შეეხება კომპენსაციას, ის არანაირად არ უწყობს ხელს პარტიების გაძლიერებას და წინასაარჩევნო პერიოდში პარტიის აქტიურ მოქმედებას. ეს არის პირიქით მცდელობა, რომ არჩევნებამდე ვერ იაქტიუროს პარტიამ, არ ჰქონდეს თანხა, არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რეალური კონკურენტული გარემო შეიქმნას, ხოლო არჩევნების შემდეგ, იმისთვის, რომ პარტიები გაჩუმდნენ, მიეცემათ ეს კომპენსაცია. ეს არ არის არც სამართლიანი და არც სწორი", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, თუ ხელისუფლებას ნამდვილად უნდა პარტიების გაძლიერება, პარტიები უნდა გააძლიეროს არჩევნებამდე და არა - არჩევნების შემდეგ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1122
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია