დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ავტორი:
2014/თებერვალი/17 17:30:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელ დირექტორსა და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს , ბაბატუნდე ოსოტიმეჰინს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდს შორის თანამშრომლობის გაგრძელების გეგმა განიხილეს.
პრემიერ–მინისტრმა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც გაერო-ს მოსახლეობის ფონდი საქართველოს უკვე 15 წელია უწევს.
ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა არსებულ კურსს გააგრძელებს.
მისი განცხადებით, UNFPA საქართველოს ამ მიმართულებით კიდევ უფრო წარმატებული ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება, რათა მდგომარეობის გაუმჯობესება თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე აისახოს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ვერნერ ჰაუგი, UNFPA-ს წარმომადგენელი თურქეთში და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორი ზაჰიდ ჰაქი, UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1096
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია