დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტის კომიტეტის და სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლობა მრგვალ მაგიდაზე განიხილეს
ავტორი:
2014/თებერვალი/17 15:00:02
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართა.
შეხვედრაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ჯგუფის ხელმძღვანელმა ანია გენშიმ და გერმანიის ფედერალური აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა მათიას მერინგმა მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრის მთავარი თემა იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თანამშრომლობა. განხილული იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშების მნიშვნელობა და სამსახურის პარლამენტისადმი ანგარიშგების შემდგომი დახვეწისა და გაუმჯობესების გზები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები ნოდარ ებანოიძე, თამაზ მეჭიაური, პაატა კვიჟინაძე, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1251
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია