დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კახა კოჟორიძე - ვერც ერთი თანამდებობა ვერ იქნება იმუნიტეტი, თუ პირმა ჩაიდინა დანაშაული
ავტორი:
2014/თებერვალი/17 14:30:02
კანონი პირდაპირ ამბობს, რომ ვერც ერთი თანამდებობა, მოქმედი თუ ყოფილი, ვერ იქნება იმუნიტეტი თუ პირმა ჩაიდინა დანაშაული, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ განაცხადა.
კოჟორიძე მერაბიშვილის მიმართ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ის გადაწყვეტილების შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან ჯერ საქმე უნდა შეისწავლოს.
"ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ და შევაფასოთ წმინდა სამართლებრივი კუთხე, პოლიტიკურ შეფასებას კი ვერ გავაკეთებ. კანონი ამბობს, რომ ვერც ერთი თანამდებობა ვერ იქნება იმუნიტეტი, თუ პირმა ჩაიდინა დანაშაული. როცა მაღალი თანამდებობის პირზეა საუბარი, მოქმედზე თუ ყოფილზე, საგამოძიებო ორგანომ უფრო მაღალი მონდომება უნდა აჩვენოს, რომ მათ დაუსაბუთდეთ ჩადენილი დანაშაულებები. მტკიცებულებები მაღალი სტანდარტით უნდა დადასტურდეს, რომ მათ ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული, კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს. უშუალოდ, რაც შეეხება გადაწყვეტილებას, მე ამაზე შეფასებას ვერ გავაკეთებ, იურისტმა ჯერ საქმე უნდა შეისწავლოს, შეფასებები შემდეგ უნდა აკეთოს", - განაცხადა კოჟორიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1139
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია