დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ეწვია
ავტორი:
2014/თებერვალი/17 09:30:02
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ბაბატუნდე ოსოტიმეჰინი ეწვია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდიდან აცნობეს, ოსოტიმეჰინი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ შეხვედრაში.
დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე გაეროს მოსახლეობის ფონდის ოფისებისა და ეროვნული ბიუროების 110-მდე მონაწილე რეგიონისთვის გაეროს მოსახლეობის ფონდის 2014 წლის პრიორიტეტებს განიხილავს.
დღეს კი გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თბილისში გაეროს მოსახლეობის ფონდის კიბოს სკრინინგის პროგრამის ძირითად პარტნიორს - ეროვნულ სკრინინგ-ცენტრს დაათვალიერებს. ბაბატუნდე ოსოტიმეჰინი ცენტრის თანამშრომლებსა და "გამარჯვებულ ქალთა კლუბის წევრებს" შეხვდება, რომლებიც ძუძუს კიბოს ადვოკატირების საქმეში თავიანთი გამოცდილებისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრებენ.
"გაეროს მოსახლეობის ფონდი მრავალი წელია, თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის თანადაფინანსების კუთხით. სკრინინგის პროგრამა, რომელიც 2008 წელს დაიწყო თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, ამჟამად წარმატებულად ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით. გაეროს მოსახლეობის ფონდის მოღვაწეობის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყოველი ორსულობა არის სასურველი, ყოველი მშობიარობა - უსაფრთხო და ყოველ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა, სრულად გამოავლინოს თავისი პოტენციალი", - აცხადებენ გაეროს მოსახლეობის ფონდში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1151
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია