დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა კაციტაძე - "ქართული ოცნების" ამოცანაა, პოლიტიკურ პარტიებს ცალკეულ საკენკებზე დააწყებინოს ლაპარაკი
ავტორი:
2014/თებერვალი/16 13:00:02
არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ხვალ პარლამენტის თავმჯდომარისგან პასუხებს ელის.
დავით უსუფაშვილთან შეხვედრამდე და ოპოზიციის შეთავაზებებზე მმართველ კოალიციაში მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობამდე, პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე თავს იკავებს იმ ინიციატივის შეფასებისგან, რომლის მიხედვით, ნახევარმილიონიან კომპენსაციას ყველა ის პარტია მიიღებს, ვინც ადგილობრივ არჩევნებში ხმების 3%-ს დააგროვებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კაციტაძემ განუცხადა, საბოლოო პასუხების მიღებამდე, "ცალკეულ საკენკებზე" ლაპარაკი მიზანშეწონილი არ იქნება.
"ხვალ, ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით კოალიციისგან საბოლოო პასუხებს ველით. ამიტომ ხვალამდე თავს შევიკავებ, რომელიმე ერთი საკითხი კონტექსტიდან ამოგლეჯილად დადებითად ან უარყოფითად იყოს შეფასებული. იმ ფართო პროცესის ფონზე, რომელიც საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ინტერფრაციული ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობდა, ნახევარი საკითხების, ცალკეული, ნიუანსური თემების შეფასება, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. შეფასებას გავაკეთებ კომპლექსურად, როცა ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით მეცოდინება პასუხი. ეს არის "ქართული ოცნების" ამოცანა, პოლიტიკურ პარტიებს ცალკეულ საკენკებზე დააწყებინოს ლაპარაკი", - აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.
ის, რაზეც ოპოზიცია კოალიციისგან პასუხებს ელის საარჩევნო სისტემაა - არასაპარლამენტო პარტიების ერთ-ერთი კომპრომისული ვარიანტია ის, რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით არა, თვითმმართველ ქალაქებში იყოს შემოღებული. გარდა ამისა, კაციტაძის ცნობით, ხვალისთვის პასუხებს ელოდებიან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საარჩევნო ბარიერი, საარჩევნო კამპანიის პროცესში უფასო საეთერო დროსთან წვდომა, საარჩევნო ადმინისტრაციებთან და კომისიებში წარმომადგენლებთან დაკავშირებული საკითხები, ამომრჩეველთა სიების უბანზე ვერიფიკაცია, საარჩევნო დავების წესის შეცვლა.
"ამ მიმართულებით არც ერთი შეთავაზებაზე, საბოლოო პასუხი არ მიგვიღია. აქედან გამომდინარე, ახლა 3%-იან კომპენსაციაზე, რომ ვაკეთო ისეთი, ან ასეთი კომენტარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადებების პაკეტი წყალში გადაიყარა და რაღაც პატარა თემას წამოეგო, რაც იაფფასიანი სვლა იქნება", - აღნიშნა კაციტაძემ.
დავით უსუფაშვილთან არასაპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა ხვალ, 12:00 საათზე, იუსტიციის სახლშია დაგეგმილია.
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ხარჯების დასაფარად, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს პარტიებზე მილიონიანი კომპენსაცია გაიცემა. ახლა დღის წესრიგში დგას საარჩევნო კანონმდებლობაში ამავე შინაარსის მატარებელი მუხლის გაჩენის საკითხი, რომლის მიხედვით, პარტიები, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში 3%-იან ბარიერს გადალახავენ, ნახევარ მილიონს მიიღებენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 993
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია