დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
ავტორი:
2014/თებერვალი/15 18:00:03
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები : "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების კონფერენციების ჩატარების თარიღისა და წესის განსაზღვრის თაობაზე" დებულებაში ცვლილებების შეტანა;
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების ადგილობრივი პოლიტიკური საბჭოს ფუნქციების განსაზღვრისა და მათი არჩევის წესის შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანა;
ქალაქ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარისა და ადგილობრივი პოლიტიკური საბჭოს არჩევნების, მერობის კანდიდატისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატების გამოსავლენი პრაიმერიზის ჩატარების ზოგადი წესი.
ასევე იმსჯელეს სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხების ირგვლივ.
ამასთან, გიგი უგულავა კენჭს "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე იყრის. ამის შესახებ უგულავამ "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა და განმარტა, რომ კენჭისყრა 1-ელ მარტს, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე გაიმართება.
"მე 1-ელ მარტს, როცა ჩატარდება "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა, ვაპირებ ვიყარო კენჭი პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე. რაც შეეხება ჩემს დანარჩენ პოლიტიკურ გეგმებს, ამაზე სწორედ 1-ელ მარტს ვისაუბრებ", - აღნიშნა გუშინ უგულავამ.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1203
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია