დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, "ქართული ოცნების" პოლისტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
ავტორი:
2014/თებერვალი/15 17:30:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლისტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინე იმერლიშვილმა განუცხადა, 18:00 საათზე კი, კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.
მისი განმარტებით, საუბარი თვითმმართველობის არჩევნებს, შტაბისა და კანდიდატების დაკომპლექტებას და აღნიშნულთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.
"ჩვენ ვიმსჯელებთ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, შტაბის დაკომპლექტებაზე და ამგვარ საკითხებზე. ვინ იქნება შტაბის ხელმძღვანელი, ეს ჯერ ცნობილი არაა. ახლა შევთანხმდებით - ჯერ პარტიულ, შემდგომ კოალიციურ რეჟიმში და უახლოეს პერიოდში შტაბი დაიწყებს მუშაობას. ასევე, საუბარი იქნება კანდიდატებზეც – კოალიციური კანდიდატები გვეყოლება ყველგან, ყველა რაიონში", -განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.
ამასთან, უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, თბილისში კოალიციის მერობის კანდიდატი არ შეცვლილა და კვლავ დავით ნარმანიაა.
პოლიტსაბჭოს წევრები "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში არიან შეკრებილები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1060
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია