დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაციონალური მოძრაობა" დირექტორების კონკურსთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენებს ითხოვს
ავტორი:
2014/თებერვალი/15 12:00:03
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შეფასებით, საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი უსამართლობის განცდას ტოვებს. ამის შესახებ ნათქვამია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ დირექტორებს, ვინც გადალახა საკმაოდ რთული ტესტირების ეტაპი ჭრიან გასაუბრების ეტაპზე და ასეთი შემთხვევები უკვე საკმაოდ ბევრია.
ტესტირებების სირთულესა და მნიშვნელობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ 2013 წლის 21-22 აგვისტოს ჩატარდა საჯარო სკოლების დირექტორების, პირველი, ტესტირების ეტაპი. ტესტირებაზე გამოცხადდა 3107 კონკურსანტი, აქედან 1615 მსურველმა გადალახა ბარიერი, ხოლო, 1492 მსურველმა ვერ გადალახა დადგენილი ბარიერი.
ამ მოცემულობაში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ დირექტორებმა, რომლებმაც გადალახეს საკმაოდ რთული ტესტების ეტაპი და მიიღეს მაღალი ქულები, უარყოფითი შეფასებები მიიღეს გასაუბრების დროს, რომლის კრიტერიუმები იყო ბუნდოვანი", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, არ არსებობდა არავითარი მექანიზმი გასაუბრების ობიექტურობის უზრუნველსაყოფად.
"ჩვენთვის საინტერესოა კომისიის შემადგენლობა და იღებდნენ თუ არა ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები, ან სხვა გარეშე დამკვირვებლები. ჩვენი ინფორმაციით, ზოგ კანდიდატს სამი, ზოგს ოთხი და ზოგს ხუთი წევრი აფასებდა. განსხვავებული კომისია აფასებდა თბილისისა და რეგიონების კანდიდატებს. გასარკვევია, რამდენად საერთო კრიტერიუმები ჰქონდათ მათ. გასაუბრების ძირითადი კითხვები იყო სახელი, გვარი რას საქმიანობდით წარსულში და რა სამომავლო გეგმები გაქვთ. ასეთი კითვები ვერ უზრუნველყოფს ობიექტური დასკვნის გამოტანას.
უსამართლობის განცდას ტოვებს ის ფაქტიც, რომ გასული წლის 22 ოქტომბრის განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა დამატებითი ტესტირებები იმ დირექტორთა მსურველთათვის, რომელთა ტესტზე მუშაობის პროცესზე გავლენა იქონია ჯანმრთელობის მდგომარეობამ. აღსანიშნავია, რომ ბრძანების საჯაროობა არ იყო საკმარისად უზრუნველყოფილი, ვადა ბრძანების გამოცემიდან ტესტირების დღის დანიშვნამდე იყო მაქსიმალურად შეზღუდული.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ მიმდინარეობს კამპანია არსებულ დირექტორთა კორპუსის წინააღმდეგ.
საჯარო სკოლების დირექტორების კონკურსის შესახებ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოდის, მივმართავთ ყველა კონკურსანტს, არსებული დარღვევების შესახებ მოგვწერონ ჩვენ, მისწერონ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს.
შექმნილ ვითარებაში აუცილებლად მიგვაჩნია საჯარო სკოლების დირექტორების კონკურსთან დაკავშირებით დაინიშნოს საკომიტეტო მოსმენები", - ნათქვამია განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია