დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ლომჯარიას შეფასებით, ამომრჩეველთა ბიომეტრიული სიის ფორმირებისთვის ხელისუფლების მხრიდან ნაბიჯები არ გადადგმულა
ავტორი:
2014/თებერვალი/13 20:00:02
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელის ნინო ლომჯარიას განმარტებით, საარჩევნო სიის ფორმირების თვალსაზრისით განსხვავებული პროცედურა შემოდის და შედეგიც განსხვავებული იქნება.
"საარჩევნო კოდექსში ჩადებულია ვალდებულება, რომლის მიხედვით, კარდაკარის მეშვეობით თოთოეული ამომრჩევლის იდენტიფიცირება უნდა მომხდარიყო - თითოეული ამომრჩევლისთვის უნდა გადაეღოთ სურათი, რომელიც ამომრჩევლის ბიომეტრიული მონაცემების შემცველი იქნებოდა. ეს მოგვცემდა უფრო ზუსტ და სრულყოფილ სიას. გამომდინარე იქიდან, რომ ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა, გამორიცხულია, არჩევნებამდე დარჩენილ დროში მსგავსი მასშტაბური პროექტის განხორციელება. ამიტომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაატაროს არა კარდაკარი და პროაქტიულად აღრიცხოს ამომრჩეველი, არამედ მოახდინოს მონაცემთა ბაზაში არსებულ ფოტოსურათების ერთმანეთთან შედარება და იმის დადგენა, არის თუ არა სიაში გაორებები", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ნინო ლომჯარიამ.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით განსაზღვრულ ახალ რეგულაციაზე საუბრისას, ლომჯარიამ ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ წლების წინ ციფრული ფოტოების გადაღება არ ხდებოდა.
"ჩემთვისაც ცოტა საეჭვოა, რა პროგრამაზეა საუბარია, რამდენად მოხდება ერთმანეთთან იმ სურათების შედარება, რომელიც 20 წლის წინ და ერთი წლის წინ არის გადაღებული და რამდენად მოხდება ამ გზით პირის იდენტიფიციერება", - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სიის ფორმირების საკითხზე "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა დღეს, სასტუმრო "რედისონში" გამართულ კონფერენციაზეც გაამახვილა ყურადღება.
"კვლავ აქტუალურია საარჩევო სიების საკითხი. რამდენადაც ცნობილია, თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სიის შედგენა ბიომეტრიული მონაცემებით უნდა მომხდარიყო, თუმცა ესეც ვერ მოესწრო. გასაგებია, რომ ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა, დაკავშირებულია ბევრ რესურსთან, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც არ იყო აქტიური ხელისუფლება", - განაცხადა ლომჯარიამ საარჩევნო რეფორმის თემაზე გამართულ კონფერენციაზე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1094
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია