დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გურამ ოდიშარიას და მისი ორი მოადგილის ფრანკფურტში ვიზიტისას სასტუმროში გატარებული 3 ღამე სახელმწიფო ბიუჯეტს 16 488 ლარი დაუჯდა
ავტორი:
2014/თებერვალი/13 09:00:02
ფრანკფურტში ვიზიტისას კულტურის მინისტრისა და მისი ორი მოადგილის სასტუმრო "ლე მერიდიენში" გატარებული 3 ღამე სახელმწიფო ბიუჯეტს 16 488 ლარი დაუჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2013 წლის განმავლობაში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისა და მისი მოადგილეების სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია სამინისტროდან გამოითხოვა.
როგორც მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, გასული წლის განმავლობაში კულტურის მინისტრისა და მისი მოადგილეების საზღვარგარეთის ვიზიტებზე ბიუჯეტიდან სულ დახარჯულია 183 316.62 ლარი.
ყველაზე დიდი სამივლინებო ხარჯები კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას და მის პირველ მოადგილე მარინე მიზანდარის უცხოურ ვიზიტებზე იქნა გაწეული.
"ფრანკფურტში ვიზიტისას მინისტრი და მისი ორი მოადგილე იმყოფებოდნენ სასტუმრო "ლე მერიდიენში", სადაც გატარებული 3 ღამე სახელმწიფო ბიუჯეტს 16 488 ლარი დაუჯდა. IDFI დაინტერესდა სასტუმრო "ლე მერიდიენის" ფასებითა და პირობებით. როგორც ოფიციალური ვებ-გვერდიდან ირკვევა, სასტუმროს ყველაზე ძვირადღირებული, 40-45 კვ.მ-ის ფართობის მქონე ჟუნიორ შუიტე-ის ფასია 459 ევრო, რაც საქართველოს დელეგაციის მიერ ერთ ღამეში გადახდილ თანხაზე 356 ევროთი ნაკლებია. ვებ-გვერდის საშუალებით დაჯავშნის მცდელობისას ყველაზე ძვირადღირებული ნომრის საფასურად 369 ევრო არის მითითებული.
IDFI დაუკავშირდა შპს "ეს სი თრეველს", რომელმაც დაჯავშნა სასტუმრო და ავიაბილეთები კულტურის სამინისტროსთვის. როგორც ტურისტული კომპანიიდან მოგვწერეს, ჟუნიორ შუიტე-ის ერთი ღამის ფასი შეადგენს 425,66 ევროს.
ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან გაურკვეველი რჩება, თუ როგორ იქნა გახარჯული სასტუმროს ერთ ნომერზე ერთ ღამეში 815 ევროს ექვივალენტი ლარი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დღეებში სასტუმროს გაეძვირებინა ნომრის ღირებულება, თუმცა ნომრის ორმაგი ღირებულება ჩვენი ვარაუდით ფაქტობრივად გამორიცხული იქნებოდა. აღნიშნული გარემოება ბადებს აგრეთვე ეჭვს კულტურის სამინისტროს კონტრაქტორი ტურისტული კომპანია შჩ თრაველ-ის სანდოობის მიმართაც, რომელმაც სამინისტროს შესთავაზა სასტუმროს ნომრები საკმაოდ ძვირადღირებულ ფასებში.",-აღნიშნულია IDFI-ის ინფორმაციაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 916
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია