დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
ავტორი:
2014/თებერვალი/12 18:30:03
აზერბაიჯანში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თანმხლები დელეგაციის წევრებთან ერთად, მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და პარლამენტის როლის წინა პლანზე წამოწევის საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის დეპუტატების მეგობრულ ჯგუფებს შორის აუცილებელია ურთიერთობის გაღრმავება.
ოქტაი ასადოვმა გიორგი მარგველაშვილს აზერბაიჯანის პარლამენტის შენობა დაათვალიერებინა, რის შემდეგაც ქვეყნის პირველმა პირმა მილი მეჯლისის სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.
აზერბაიჯანის პარლამენტში მისვლამდე საქართველოს პრეზიდენტმა "საპატიო დაკრძალვათა" ხეივანში აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინით შეამკო.
გიორგი მარგველაშვილი "შეჰიდების ხეივანშიც" იმყოფებოდა, სადაც ასევე გვირვინით შეამკო "მარადიული ცეცხლის" მემორიალი.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1154
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია