დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო
ავტორი:
2014/თებერვალი/12 11:30:02
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად ზაგულბას სასახლეში გაემართა, სადაც აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს პირისპირ შეხვდება.
ორი ქვეყნის ლიდერები შეხვედრას გაფართოებული შემადგენლობითაც გამართავენ, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში 13 თებერვალს კახის რაიონში სტუმრობით დასრულდება, სადაც დაგეგმილია შეხვედრა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან.
საქართველოს პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზვიად ძიძიგური, ზურაბ ტყემალაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და მახირ დარზიევი, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი ივანე მაჭავარიანი. დელეგაცია საქართველოში 13 თებერვალს დაბრუნდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1154
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია