დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას სიურპრიზს უმზადებს
ავტორი:
2014/თებერვალი/12 10:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში დავით ნარმანია ღირსეულად გაიმარჯვებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "პოლიტიკის დრო" საუბრისას განაცხადა, დავით ნარმანიას დღეს რეალური კონკურენტი არ ჰყავს. მისივე შეფასებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრი არის უწესიერესი, მშრომელი, პატიოსანი, პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური ადამიანი.
"მე მიმაჩნია და შინაგანად მჯერა, რომ მას არავითარი პრობლემა არ ექნება არც 40 %-იანი ბარიერის შემთხვევაში, არც 50% და არც 60 %-იანი ბარიერის შემთხვევაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ დათო ნარმანია ღირსეულად გაიმარჯვებს და გახდება ღირსეული თბილისის მერი. რაც მთავარია ის იზრუნებს არა საკუთარ პიარზე, არამედ იზრუნებს რეალურად ქალაქ თბილისის მოსახლეობაზე. ის აღარ მოპარავს ქალაქ თბილისის მოსახლეობას 50 მილიონს", - აღნიშნა პრემიერმა.
მანვე თვითმმართველობის რეფორმაზე ისაუბრა და ამ კუთხით განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის, პროპორციული სიით გასული საკრებულოს წევრთა რაოდენობის 10-დან 15-მდე გაზრდაზე ისაუბრა, რითაც მისი თქმით, სხვა პარტიებს, პირველ რიგში კი არასაპარლამენტო ოპოზიციას ბარიერის გადალახვისა და საკრებულოში საკუთარი წარმომადგენლების შეყვანის რეალური საშუალება მიეცათ.
"რომელი ხელისუფლება გააკეთებდა ამას საქართველოში, რომელი იზრუნებდა ოპოზიციაზე. ჩვენ გვაქვს კიდევ რამდენიმე სიურპრიზი ოპოზიციისთვის. მე არ მინდა, გავუსწრო მოვლენებს. მსჯელობა მიდის დაფინანებაზე. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიები იღებენ დაფინანსებას. ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები გუნდში, რომ აღნიშნული აქაც დავუშვათ და გარკვეულ ბარიერგადალახულ პარტიებს მიეცეთ ერთჯერადი, საკმაოდ სოლიდური დაფინანსება. შემდეგ უკვე ყოველწლიური დაფინანსება. ეს არის რევოლუციური", - აღნიშნა პრემიერმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1137
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია