დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - ხშირ შემთხვევაში ციხეებში პროვოკაციები სხვადასხვა ოდიოზური პიროვნებების მიერ გარედან არის მხარდაჭერილი
ავტორი:
2014/თებერვალი/12 01:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პატიმართა ნაწილის მხრიდან ხელისუფლების მისამართით გამოხატულ უმადურობასა და უსამართლობაზე საუბრობს.
როგორც პრემიერმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "პოლიტიკის დრო" საუბრისას განაცხადა, უპრეცედენტო ამნისტიის შედეგად, გასულ წელს ხელისუფლებამ 15 000-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლა.
"ვინც დარჩა საპატიმროებში, ამ ადამიანებმა სასჯელი უნდა მოიხადონ და მათ უნდა ახსოვდეთ ყველაზე მთავარი, რომ ჩვენი მთავრობის, ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დამთავრდა და წერტილი დაესვა საბოლოოდ ადამიანების და პატიმრების არაადამიანურ მოპყრობას და წამებას. არც ერთი ფაქტი არაადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტი არ დაფიქსირებულა საპატიმროებში. თუ რაღაც გარკვეულ ცემას ან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი, ეს ფაქტი იყო დაუყოვნებლივ გამოძიებული. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, როგორც მინიმუმ ეს არის ძალიან დიდი უმადურობა და უსამართლობა ამ პატიმრების მხრიდან გამოხატული ხელისუფლების მისამართით და ის ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ მსგავსი ტიპის პროვოკაციების მოწყობას საპატიმროებში, არიან ძალიან უსამართლო ადამიანები. ძალიან მსუბუქი შეფასებაა, ეს უსამართლობა არ არის მხოლოდ, ეს არის ძალიან ცუდი საქციელი და ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, გეგუთის ინციდენტთან დაკავშირებით, მას ჰქონდა საუბარი სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბართან და ასევე მოისმინა სახალხო დამცველის შეფასებები.
"ძალიან სამწუხაროა, როდესაც პატიმრები ასეთ რადიკალურ ზომებს მიმართავენ, თვითდაზიანებას ვგულისხმობ. საინტერესეო იყო სახალხო დამცველის შეფასება, რაც მან თვითონვე ნახა, ერთ-ერთ პატიმარს ეხებოდა, ერთ-ერთი პატიმარი ამბობდა, რომ ის იყო საშინლად ნაცემი თუ ნაწამები, თუ მასზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. ამ დროს, სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ იქნა ის ადამიანი შემოწმებული, გამოკითხული და მასზე არავითარი ზეწოლა არ იყო განხორციელებული", - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ხშირ შემთხვევაში მსგავსი პროვოკაციები გარედანაც არის მხარდაჭერილი "სხვადასხვა ინდივიდების, სხვადასხვა ოდიოზური პიროვნებების მიერ".
"ბუნებრივია ეს უნდა იყოს გამოძიებული. და ყველა პიროვნება, რომელიც მსგავსი ტიპის პროვოკაციებს ხელოვნურად აწყობს, უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული",- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე შეფასებით, ფსიქოლოგიურია, რომ პატიმრებს აქვთ განცდა, "რაიმე არ მოხდეს", თუმცა პრემიერის მტკიცებით, ხელისუფლება დაუყოვნებლივ აგზავნის ადგილზე ჯგუფს და ადგილზე თავად მინისტრი სოზარ სუბარი ჩადის. სოზარ სუბარზე საუბრის კონტექსტში პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ იგი 24 საათის განმავლობაში ზრუნავს პატიმრებზე და მან აბსოლუტურად რადიკალურად შეცვალა პატიმრების ყოფა, მათი საცხოვრებელი პირობები, კვება.




PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 941
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია