დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება
ავტორი:
2014/თებერვალი/12 00:30:02
ივნისში ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირკალი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა, ამის შესახებ შეთანხმება ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან შეხვედრისას შედგა.
ღარიბაშვილის ინფორმაციით, კონფერენციის ზუსტი თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მასზე მიწვეული იქნებიან ინვესტორები, რომლებიც საქართველოში ინვესტირებით არიან დაინტერესებული. "საუბარია მრავალმილიონიან ინვესტიციებზე. მე ასევე შეხვედრა მქონდა გერმანიის ინდუსტრიის გაერთიანების პრეზიდენტთან, რომელიც აერთიანებს წამყვან გერმანულ კომპანიებს. მათგან იყო შემოთავაზება, რომ გერმანიაში ჩატარდეს ბიზნესფორუმი და მოხდეს გერმანელი ინვესტორების მოწვევა საქართველოში", - გნაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელში წამყვან ბიზნესკომპანიებთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარტის პირველ ნახევარში საქართველოში გაიმართება ქართულ-ებრული ბიზნესფორუმი.
"მათ კონკრეტული ინტერესები აქვთ საქართველოში სხვადასხვა დარგის მიმართულებით, განსაკუთრებით - სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ლოგისტიკა. აქედან გამომდინარე, მე ველოდები ინვესტიციების ბუმს. შეიძლება, ეს გადაჭარბებულად ჟღერდეს, მაგრამ ველოდებით დიდი რაოდენობის ინვესტიციებს საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, წარმატებით მუშაობს ბიძნა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილი თანაინვესტირების ფონდი, რომელმაც მილიარდ 200 მილიონის ღირებულების რამდენიმე პროექტი უკვე დაამტკიცა. "სირთულეების მიუხედავად ძალიან პოზიტიური წელი გვექნება. ძალიან საინტერესო შეხვედრები მქონდა დავოსშიც. ჩვენ მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს რამდენიმე ინვესტორთან, საუბარია ქარხნების მშენებლობაზე საქართველოში, რომელიც წელს დაიწყება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამ წელს არის ეკონომიკის აღმავლობა, განვითარება, გაჯანსაღება და რეალური ბუმის დაწყება. ასეთი სიტყვების გამოყენებისგან თავს ვიკავებ ხოლმე, მაგრამ ვფიქრობ, არ იქნება გადაჭარბებული, რადგან ჩვენ გვაქვს ამის ამბიცია და შესაძლებლობები", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1035
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია