დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე - ვლადიმერ პუტინთან არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერის შეხვედრაც უნდა შედგეს
ავტორი:
2014/თებერვალი/11 11:30:02
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის აზრით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, არამედ პრემიერ-მინისტრის შეხვედრაც უნდა შედგეს.
როგორც კალაძემ პუტინის გუშინდელ განცხადებაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, დიალოგი უნდა დაიწყოს იმისთვის, რომ ურთიერთობები დავარეგულიროთ.
"პუტინის განცხადებას რაც შეეხება, ვფიქრობ, საინტერესო განცხადება იყო გაკეთებული მისი მხრიდან. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის ხედვაა, რომ შედგეს დიალოგი, ჩვენ ვართ კონსტრუქციულები, ჩვენ უარი ვთქვით პოპულისტურ პოლიტიკურ დემარშებზე, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა "ნაციონალური მოძრაობა". რა მივიღეთ ამისგან 2008-ში ყველამ კარგად დავინახეთ - მივიღეთ შეშფოთებული ევროპა და დაკარგული ტერიტორიები. ამიტომ, შეხვედრა უნდა შედგეს არა მარტო პრეზიდენტთან, არამედ პრემიერ-მინისტრთანაც, თუმცა ამისთვის ჯერ მნიშვნელოვანია გარკვეული სამუშაოები ჩატარდეს – მოგეხსენებათ, დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გვაქვს. დიალოგი უნდა დავიწყოთ იმისთვის, რომ ურთიერთობები დავარეგულიროთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
ვიცე პრემიერი დარწმუნებულია, რომ ამ მიმართულებით ორი ქვეყანა წარმატებას მიაღწევს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროპისკენ სწრაფვის პარალელურად დავალაგოთ ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოსთან - რუსეთთან. ამისთვის მნიშვნელოვანია მთავრობამ, ხელისუფლებამ, ქვეყანამ შეიცვალოს ის დამოკიდებულება, რაც წლების წინ იყო და გახდეს კონსტრუქციული. დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიმართულებით მივაღწევთ წარმატებას. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ურთიერთობების დალაგება არაა მარტივი და ეს გრძელვადიან პერსპექტივად მიმაჩნია, თუმცა დიალოგის დაწყება და გარკვეული პრობლემების მოგვარება აუცილებელია, მაგალითად, წარმატებული ნაბიჯები იქნა გადადგმული ეკონომიკური მიმართულებით – ჩვენი პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას ვგულისხმობ", - განმარტა კალაძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1064
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია