დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზვიად ძიძიგური - ვფიქრობ, ოპოზიციასთან შეთანხმება რეალური ჩანს
ავტორი:
2014/თებერვალი/10 08:30:03
ვფიქრობ, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ თემებზე ოპოზიციასთან შეთანხმება რეალური ჩანს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა გუშინ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ინტერფრაქციული ჯგუფის მთავარი პრიორიტეტი იყო და არის საარჩევნო კოდექსის ისეთ ვადებში მიღება, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის თამაშის წესები იყოს ცნობილი.
"ინტერფრაქციული ჯგუფის მთავარი პრიორიტეტი იყო და არის საარჩევნო კოდექსის ისეთ დროში მიღება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თამაშის წესები ყველა პარტიისთვის რაც შეიძლება ადრე იყოს ცნობილი. ის თემები, რომელიც იყო განხილული, მეორე რაუნდისთვის იყო გადადებული. განხილული იყო რეალურად ის თემები, რომელიც შეეხება წარმომადგენლობების საკითხს, უფასო სარეკლამო დროს, სარეკლამო კამპანიის, შემდეგ კომპენსაციის და სხვა საკითხებს. ვფიქრობთ, ამ თემებზე შეთანხმება რეალური ჩანს", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
არასაპარლამენტო ოპოზიციისა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის შეხვედრა გუშინ, თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა. შეხვედრას ზვიად ძიძიგურიც ესწრებოდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1297
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია