დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მთავრობამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
ავტორი:
2014/თებერვალი/09 11:00:03
საქართველოს მთავრობამ ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. სამოქმედო გეგმით და რეკომენდაციებით გათვალისწინებულია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონებში შესატანი ცვლილებების საკითხები; ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელების სტანდარტები და ტექნოლოგიები; სამომხმარებლო მოწყობილობების – "სეთ თოფ ბოქსების" საკითხი და მათი შესაბამისი სპეციფიკაციები; ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელების ოპერირების წესები და მათთან შესაბამისობა; რადიოსიხშირული დიაპაზონები და მათი სამომავლო გამოყენების საკითხი; გარდამავალი და გრძელვადიანი პერიოდისთვის ციფრული სამაუწყებლო ქსელების ფორმირებისთვის დაგეგმარებული სიხშირული რესურსი და მათი გაცემის სქემა.
დოკუმენტი ასევე მოიცავს ღია კონკურსის და ხუთი მულტიპლექს პლატფორმის საკითხებს, რომლის მიხედვით კონკურსის ფარგლებში ხელმისაწვდომი გახდება სხვადასხვა დანიშნულებისა და ტექნიკური სპეციფიკაციის ხუთი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის შესაბამისი სიხშირული რესურსი.
ასევე განსაზღვრულია ღია კონკურსის მოდელი, მულტიპლექს პლატფორმების მშენებლობის ვადები და სიხშირული რესურსის მფლობელი პირების ვალდებულებები.
სამოქმედო გეგმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის განკუთვნილი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის უზრუნველყოფას, ადგილობრივი მაუწყებლობის ხელშეწყობას და პარალელური მაუწყებლობის პერიოდსაც ითვალისწინებს.
გარდა ამისა, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასზე ნაკლებია, "სეთ თოფ ბოქსებით" (სამომხმარებლო მოწყობილობები) სახელმწიფო უზრუნველყოფს. სამომხმარებლო მოწყობილობების დამონტაჟებისა და მოსახლეობის საინფორმაციო უზრუნველყოფის ხარჯებს ეკონომიკის სამინისტრო მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში გაიღებს, შესაბამისად, დოკუმენტი სახელმწიფოსთვის დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს არ ქმნის.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამუშაოებს კოორდინაციას ციფრული მაუწყებლობის სააგენტო გაუწევს.
"ანალოგური მიწისზედა მაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლა სახელმწიფო მნიშვნელობის ფართომასშტაბიან რეფორმას წარმოადგენს, რომელიც მთავრობის მიერ განსაზღვრული სამოქმედო გეგმისა და რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდება", - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.
ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირისა და ევროკავშირის შესაბამისი აქტების თანახმად, ევროპაში, მათ შორის საქართველოში, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა 2015 წელს უნდა დასრულდეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1004
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია