დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი - ღარიბაშვილმა მეც კი გამაოცა თავისი ნიჭიერებით
ავტორი:
2014/თებერვალი/08 23:30:02
ირაკლიმ მეც კი გამაოცა თავისი ნიჭიერებით და თუ კარგად ასრულებს ფუნქციას მაინც ვაგინო? – ამის შესახებ "მოქალაქის" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა "შეხვედრები მწერალთა სახლში" განაცხადა.
მისივე განმარტებით, ღარიბაშვილი "სიღრმეებში ჩადის" და დეპარტამენტის დონეზე უნდა კონტროლი.
"ირაკლიმ მეც კი გამაოცა თავისი ნიჭიერებით – სიღრმეებში ჩადის უკვე, არ დამკითხვია მე, თავისით მიადგა ამ პროცესებს და თავისით დაიწყო ჩაღრმავება. მე როგორც ვიცი ბევრ მინისტრს ეს არ მოეწონა – ჭორები მომდის კანცელარიიდან, რომ ზოგს არასწორი რეაქცია ჰქონდა. სწორი გზით მიდის, დროც აქვს, ჩემზე მეტი ენერგიაც აქვს, დღე და ღამე მუშაობს - დეპარტამენტების დონეზე უნდა კონტროლი და ეს სწორია. თუ კარგად ასრულებს ფუნქციას მაინც უნდა ვაგინო?" - განაცხადა ივანიშვილმა, რითაც მისდამი გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებისადმი კრიტიკით არ გამოირჩევა.
ამასთან, ივანიშვილის აზრით, მარტო კრიტიკა არ შეიძლება, რადგან "გაგიჟდებიან მინისტრები".
"ვერ დავეთანხმები იმას, რასაც მიკიჟინებენ – არ აკრიტიკებსო. მარტო კრიტიკა არ შეიძლება, გაგიჟდებიან ეს მინისტრები. შეიძლება ერთი-ორზე კითხვები ჩანდეს, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა წესიერი ხალხია, თუმცა, რა თქმა უნდა, წესიერება არ არის ყველაფრის ნიმუში და ის პროფესიონალი, ძლიერი უნდა იყოს და საქმის გაკეთება უნდა შეეძლოს. შერჩევა როგორიც მოხდა, შეიძლება საუკეთესო არა, მაგრამ ოპტიმალურია. მე არ ვეთანხმები ასეთ დამოკიდებულებას, ეს მეორე უკიდურესობამდე მიგვიყვანს - ჩვენ თუ მხოლოდ ვლანძღეთ, იქ წესიერი კაცი წასვლას აღარ მოისურვებს. ჩვენ კონტროლის სხვა მექანიზმი უნდა მოვიფიქროთ – არ უნდა მოვაპარინოთ, არ უნდა ვაპატიოთ სიცრუე", - აღნიშნა ივანიშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1179
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია