დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ადამიანი, კანონი, თავისუფლებას" ხელმძღვანელები კახეთის გუბერნატორს შეხვდნენ
ავტორი:
2014/თებერვალი/07 22:00:03
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი, თავისუფლებას" თავმჯდომარე, გიორგი ჭულუხაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ მაღალდაძე, კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს ზურაბ არსენიშვილს შეხვდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო პროექტები, რომლებიც რეგიონში უნდა განხორციელდეს. ასევე, საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რომლის მოგვარება წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.
"როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, წლის ბოლომდე დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია და 24 საათიანი რეჟიმით სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფა. ასევე, პრიორიტეტულია სარწყავი წლით მომარაგების და საირიგაციო სისტემის მოწესრიგება, რომლიც ასევე იგეგმება. გარდა ამისა, დაგეგმილია არაერთი ინფრასტრუქტურული პროეტის განხორციელება. მოწესრიგდება შიდა გზები და დაიგება ასფალტსაფარი", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათი ცნობით, წინა ხელისუფლების პირობებში აპრობირებული მეთოდი, რომელიც დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს იწვევდა, აღარ დაიშვება. "კერძოდ, ჯერ ხდებოდა ასფალტსაფარის დაგება და შემდეგ სანიაღვრე კომუნიკაციის მოწყობა, რაც რეალურად პირიქით უნდა განხორციელებულიყო. ჩვენს ინტერესს წარმოადგენდა გაგვეგო, რა პრობლემებია მოსახლეობაში, რომლის იდენტიფიცირება მათი მხრიდან მომხდარია. რამდენად ხდება მოსახლეობასთან შეხვედრები და მათი მოსაზრებების და პრობლემების გათვალისწინება", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ძურაბ არსენიშვილის განმარტებით, ყველა ზემოხსენებული საკითხი მოდის უშუალოდ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, დაგეგმილია ახალი ამბულატორიების მშენებლობა.
"საყოველთაო დაზღვევის პროექტის დაწყებიდან გამომდინარე, სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნა გაზრდილია, რასაც ჩვენ ადეკვატურად ვპასუხობთ", - აცხადებს არსენიშვილი.
"ადამიანი, კანონი, თავისუფლების" ინფორმაციით, რეგიონში მთავარ პრობლემად ისევ რჩება უმუშევრობა. გუბერნატორი და სხვა ხელმძღვანელი პირები ამინდების გაუმჯობესების შემდეგ გეგმავენ მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრებს. დაიგეგმება პერმანენტული გასვლები სხვადასხვა სოფლებში, რათა ადგილზე მოხდეს საზოგადოების აზრის შესწავლა და მათ პრობლემაზე დროული რეაგირება. მათი ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს მოქალაქეების მიღება ადმინისტრაციაში.
ორგანიზაციის ცნობით, გუბერნატორის მოადგილის მხრიდან, გამოთქვა სურვილი, ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობა ყოველდღიურ ცხოვრებაში იყოს აქტიური.
ზურაბ არსენიშვილის განმარტებით, საზოგადოებას დაგეგმილი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში ესაჭიროება ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" მსგავსი შეხვედრების გამართვას გეგმავს ყველა გუბერნატორთან.
ორგანიზაციის განცხადებით, მიღებული ინფრომაციის საფუძველზე სისტემატურად მოხდება დაგეგმილი პროექტების განხორციელების მონიტორინგი და აღნიშნული ინფორმაცია სისტემატურად მიეწოდება საზოგადოებას.
"მივესალმებით ინიციატივას ახალგაზრდების ჩართულობასთან დაკავშირებით. ამ ინიციატივის შესაბამისად, დაიგეგმა სამომავლო შეხვედრები უკვე გაფართოებულ ფორმატში. ადგილობრივ ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი მოდელის და თვითმმართველი ორგანოს უფლება-მოვალეობების შესახებ, რაც ვფიქრობთ დაეხმარება მომავალ თაობას აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში და მათ მიეცემათ საშუალება თავიანთი წვლილი შეიტანონ რეგიონის განვითარების საქმეში", - აცხადებენ ორგანიზაციაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 925
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია