დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი აბესაძე - ვაკანსიების გამოცხადება აბსოლუტურად სამუშაო პროცესია
ავტორი:
2014/თებერვალი/07 19:00:02
ვაკანსიების გამოცხადება აბსოლუტურად სამუშაო პროცესია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი აბესაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ვაკანსიების გამოცხადება ემსახურება იმას, რომ მუშაკები, რომლებიც არიან მოვალეობის შემსრულებლები, თანამდებობაზე დაინიშნონ საჯარო სამსახურის კანონის სრული დაცვით.
"მერიაში დღეს გამოცხადდა 142 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი. საჯარო სამსახურის კანონის შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად სამუშაო პროცესი, რათა მუშაკები, რომლებიც არიან მოვალეობის შემსრულებლები, თანამდებობაზე დაინიშნონ საჯარო სამსახურის კანონის სრული დაცვით. რაც შეეხება საკრებულოს უმრავლესობის წევრების განცხადებას და ამ საკითხის ბიუჯეტის მიღების პროცესთან დაკავშირებას, ეს აბსოლუტურად ხელოვნურად მოგონილი თემაა", - აღნიშნა აბესაძემ.
რაც შეეხება ბიუჯეტს, მისი თქმით, მერია საკრებულოსგან ელოდება წერილობით წინადადებებს. "ბიუჯეტთან დაკავშირებით, როგორც მათ განაცხადეს, წერილობით წინადადებებს ველოდებით საკრებულოსგან. მზად ვართ ყველა გონივრული წინადადება გავითვალისწინოთ", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1059
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია