დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ნაციონალური მოძრაობა" შსს-ს მოუწოდებს, დროულად უპასუხოს საზოგადოებას, სად იმყოფება "გატაცებული გია გორგაძე"
ავტორი:
2014/თებერვალი/07 18:30:03
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დროულად უპასუხოს საზოგადოებას, სად იმყოფება "გატაცებული გია გორგაძე".
"დღეს მომხდარი ფაქტი ადასტურებს, რომ ხელისუფლების თავგასულობა გასცდა ყველა ზღვარს და ის ამჟამად მოქმედებს მოძალადე ყაჩაღების ლოგიკით. კერძოდ, ბაჩო ახალაიას ბოლო საქმეზე დაკითხული გია გორგაძე დღეს გამოცხადდა თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის ოფისში და განაცხადა, რომ მასზე ჩვენების მიცემის დროს განხორციელდა უკანონო ზეწოლა. მან ასევე განაცხადა, რომ სურს თქვას სიმართლე და ის მოვიდა სინდისის კარნახით. ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ როგორც ადვოკატთა ასოციაცია, ისე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და დაიგეგმა მისი პრესკონფერენცია "პრაიმტაიმში", თუმცა სააგენტოსთან მისულ გორგაძეს დაახლოებით 15 სამოქალაქო პირი დახვდა ტელევიზიასთან და მოხდა მისი გატაცება – აქედან ცხადია, რომ მასზე ხორციელდებოდა უკანონო მოსმენა და თვალთვალი. ჩვენ მოვითხოვთ, სასწრაფოდ გვიპასუხოს შსს-მ, სად იმყოფება ამჟამად გატაცებული გორგაძე და ვინ გაიტაცა ის, ასევე, თუ ეს გატაცება შსს-ს მიერ მოხდა, ადვოკატებს მიეცეთ შესაძლებელობა, ნახონ გორგაძე",- განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა.
ამასთან, დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ გორგაძეზე "ჩვენების გადათქმის" მიზნით სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობდეს. "ჩვენ გამოვთქვამთ სერიოზულ შეშფოთებას, რომ მასზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა, რათა მიაღწიონ ჩვენების გადათქმას. ყველა ამ კითხვაზე უნდა გაეცეს კონკრეტული პასუხი, რათა გავიგოთ, ქვეყანას მართავს მართლა ხელისუფლება, თუ კრიმინალური ბანდა, რომელიც დღისით და მზისით, ქუჩიდან იტაცებს ჩვენს მოქალაქეებს", - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1086
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია