დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პუტინთან შეხვედრის საკითხი არ განხილულა
ავტორი:
2014/თებერვალი/07 14:30:04
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადმიერ პუტინის პრესმდივნის გუშინდელ განცხადებას პასუხობს.
როგორც ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, თინათინ მჟავანაძემ განუცხადა, პრეზიდენტის არანაირი ვიზიტი დაგეგმილი არ არის.
"პუტინის პრესმდივნის, პესკოვის განცხადებაზე გეტყვით, რომ საქართველოს პრეზიდენტს არანაირი ვიზიტი არ იგეგმება და ეს საკითხი არც განხილულა. ვერ გეტყვით, რა ფორმულირებით იყო კითხვა დასმული, ჩვენ რაც ვნახეთ, იყო პესკოვის პასუხი, რომ პრეზიდენტების შეხვედრა არ გამოირიცხება, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს ადმინისტრაციაში ეს საკითხი განხილული არ ყოფილა", - განაცხადა თინათინ მჟავანაძემ
ამასთან, აღსანიშნავია, რომ თინათინ მჟავანაძემ მედიასთან კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტები პრესამსახურის უფროსთან თავად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაამისამართა.
"განცხადება გაკეთდა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის მიერ, შესაბამისად ამ საკითხზე პასუხს გაგცემთ თინათინ მჟავანაძე. ჩვენც გვყავს პრესმდივანი", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე განმარტებით, "როცა იქნება რაიმე ტიპის სერიოზული განცხადება, ბუნებრივია, რომ ვუპასუხებთ მას".
რუსულმა სააგენტოებმა გუშინ გაავრცელს განცხადება სოჭში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტის შესაძლო შეხვედრის შესახებ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1236
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია