დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლოზუნგით "დააბრუნეთ წართმეული ბიუჯეტი" ხვალ მორიგი აქცია გაიმართება
ავტორი:
2014/თებერვალი/06 22:00:03
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდული ცენტრი" ხვალ, კამპანიის "დააბრუნეთ წართმეული ბიუჯეტი" ფარგლებში მორიგ საპროტესტო აქციას გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზურაბ ქადაგიძემ განუცხადა, კამპანიის ფარგლებში ხვალ, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ქადაგიძის ცნობით, აქციაში მონაწილეობას სხვადასხვა ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები და უფლებადამცველები მიიღებენ.
მსგავსი ლოზუნგით საპროტესტო აქციები უკვე მოეწყო გივი თარგამაძისა და გიგი უგულავას სახლებთან და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან. თუ ვის სახლთან გამართავენ ამჯერად აქციას, "ახალგაზრდულ ცენტრში" ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1136
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია