დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეთიოპიაში საქართველოს ელჩი მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს შეხვდა
ავტორი:
2014/თებერვალი/06 19:00:02
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეთიოპიაში ვახტანგ ჯაოშვილი ეთიოპიის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს, მის უწმინდესობა მათიასს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელი მიესალმა ეთიოპიაში საქართველოს დიპლომატიური მისიის გახსნას და გამოხატა რწმენა, რომ საელჩოს საქმიანობა ხელს შეუწყობს ეთიოპელი და ქართველი ხალხის დაახლოებას. ელჩმა და პატრიარქმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და გააქტიურების აუცილებლობა.
საქართველოს ელჩმა, ეთიოპიის პატრიარქთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმ გამორჩეულ როლს, რომელსაც ეკლესია ასრულებს ეთიოპიის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისევე როგორც მის მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობის გამყარების საკითხში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1202
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია