დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა
ავტორი:
2014/თებერვალი/05 21:00:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში ბოლო ღონისძიება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა.
როგორც სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა კმაყოფილება გამოხატა საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და დემოკრატიის იმ ხარისხის გამო, რასაც ქვეყანამ ახალი ხელისუფლების პირობებში მიაღწია.
"ძალიან წარმატებული შეხვედრა მქონდა ჯერ ნატოს გენერალურ მდივანთან და შემდეგ უკვე წარმატებულად ჩატარდა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. მინდა დაგიდასტუროთ, რომ აბსოლუტურად ყველა წევრი ქვეყნის ელჩების მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ პოზიტიური შეფასებები. ისინი განსაკუთრებით აღნიშნავენ საქართველოს ახალი ხელისუფლების მიღწევებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით და მართლაც, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ბოლო ერთ წელიწადში მოახერხა განემტკიცებინა დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში და ეს მისასალმებელია. ასევე ჩვენ მოვისმინეთ მათი სრული მხარდაჭერა და პოზიტიური შეფასებები ჩვენი მომავალი ურთიერთობების შესახებ", - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1176
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია