დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის არაღიარების პოლიტიკას დიდი დატვირთვა აქვს
ავტორი:
2014/თებერვალი/05 18:00:02
ევროკავშირის მხრიდან საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას უაღრესად დიდი დატვირთვა აქვს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ეგმონტის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში მოხსენებისას განაცხადა.
მისი თქმით, წლების განმავლობაში, საქართველო ცდილობს შეამციროს დაძაბულობა რუსეთთან ურთიერთობებში.
"ჩვენ თანამიმდევრული ვართ ამ ძალისხმევაში. განსაკუთრებით კი, მას შემდეგ, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვედით ქვეყნის სათავეში, საქართველოს მთავრობამ გადადგა რიგი კონსტრუქციული ნაბიჯებისა, იმისთვის, რომ მოგვეხდინა დაძაბული ურთიერთობების დეესკალაცია. დავიწყეთ სხვადასხვას ფეროში თანამშრომლობის მოსინჯვა, რა თქმა უნდა, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უმთავრესი პრინციპის დაცვის პირობებში. მას შემდეგ, რაც ჩვენი მთავრობა მოვიდა ქვეყნის სათავეში, ჩვენ დავნიშეთ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. გარკვეულ შედეგებს უკვე მივაღწიეთ. მაგალითად, ეტაპობრივად გაიხსნა რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისათვის; გაუმჯობესდა სატრანსპორტო კავშირები და ინტენსიური გახდა ხალხთა შორის კონტაქტები.
ამავე დროს, გადავწყვიტეთ, რომ არ მოგვეხდინა სოჭის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირება. გარდა ამისა, შევთავაზეთ რუსეთს ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობა; ეს შეთავაზება ჯერ კიდევ ძალაშია.
მიუხედავად ჩვენი მთავრობის აღნიშნული მცდელობებისა, მოსკოვი მაინც აგრძელებს პროვოკაციულ და დესტრუქციულ ქმედებებს საუკუპაციო ხაზის გასწვრივ მავრთულხლართების და ღობეების აღმართვის გზით, რასაც მძიმე ჰუმანიტარული შედეგები მოაქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ველით, რომ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს მცდელობებს საქართველოზე ზეწოლის გაზრდის მიზნით.
ჩვენი მთავრობა განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირთან, სხვა საერთაშორისო პარტნიორებსა და მეგობარ სახელმწიფოებთან, ადგილზე არსებული სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით.
ამ კონტექსტში, მსურს განსაკუთრებით ხაზი გავუსვა ევროკავშირის გადამწყვეტ როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით: მის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს; ევროკავშირის მხრიდან საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას უაღრესად დიდი დატვირთვა აქვს; ფასდაუდებელია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფუნქციონირება და ევროკავშირის წვლილი ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობაში და მისი აქტიური მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში",-განაცხადა ღარიბაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 958
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია