დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაზა ხატიაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
ავტორი:
2014/თებერვალი/05 15:30:03
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ბიძინა ივანიშვილს არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქესთან" დაკავშირებით განცხადებით მიმართავს. განცხადებაში ზაზა ხატიაშვილი ყოფილ პრემიერს მის "შვიდ დაპირებას ახსენებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს არ შეუსრულებია".
განცხადების ტექსტს "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. "გუშინ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს აგვიხდინა ასე ნანატრი "ოცნება" და როგორც იქნა დაანონსებული არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზენტაცია გამართა. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პრემიერის პრესკონფერენციამ რამდენიმე საათსგასტანა, სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი ალბათ დამეთანხმება, რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი მორიგი პიარ–აქცია, რომლის მიზანი ალბათ იქნება ივანიშვილის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი კადრების რეკლამირება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჟურნალისტთა კორპუსიდან ვერავინ გაბედა ბიძინა ივანიშვილის მისამართით კრიტიკული შეკითხვების დასმა, რომელიც ადასტურებდა ბიძინა ივანიშვილის სწრაფვას ავტორიტარული მმართველობისკენ, მისი პრემიერობის პერიოდში. ივანიშვილმა დაგვაიმედა, რომ სამოქალაქო საზოგადოების აღორძინება გადაწყვიტა, დამსწრე საზოგადოებამაც დაიჯერა მისი მორიგი ზღაპარი, მთელი სატელევიზიო სივრცე წინასწარ იყო მომზადებული ივანიშვილის პიარ აქციისთვის, რაც უნდა ითქვას გამოუვიდათ, მაგრამ მალე დადგება მოქმედებების დრო, რომელიც ნამდვილად არ მუშაობს ივანიშვილის სასარგებლოდ. უნდა ვაღიაროთ, რეალურად ოპოზიციიდანაც ვერავინ ვერ გააკეთა სამართლებრივი კომენტარი ივანიშვილის განცხადებებზე და მის ერთწლიან მოღვაწეობაზე პრემიერის რანგში.
სამოქალაქო საზოგოებას ვურჩევდი, ცივი გონებით შეაფასოს ბიძინა ივანიშვილის ყველა განცხადება, ხოლი არასამთავრობო სექტორს ვურჩევ დისტანცირებას ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან, რომელიც ალბათ ძირითადად დაკავებლი იქნება მის მიერ მოყვანილი მინისტრების გაუაზრებელი მოქმედებების გამართლებით, რაც ნათლად გამოჩნდა გუშინდელ პრესკონფერენციაზე.
ივანიშვილის 100 აშენებული და აგუგუნებულ ქარხანაზე, 250 ლარიან პენსიაზე, ფასების კლებაზე, ერთ ლარიან ბენზინზემე არ ვისაუბრებ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებები ყველა ჭკუათმყოფელმა ვიცოდით, რომ იყო საარჩევნო აფიორა, მაგრამ ვინაიდან სააკაშვილის რეჟიმი გვახრჩობდა, საზოგადოებამ დაუჯერა ივანიშვილის სამართლებრივ დაპირებებს, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებდა სამოქალაქო საზოგადოებას.
მე მინდა გავაანალიზო და საზოგადოებას შევახსენო, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების სურვილით გატანჯული ივანიშვილის ის დაპირებები, რომელსაც არ სჭირდებოდა არანაირი ფული და სჭირდებოდა მხოლოდ პოლიტიკური ნება.
დაპირება 1. ივანიშვილის საარჩევნო ლოზუნგი _ "სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა".
ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს ცნების ძირითად პრინციპს წარმოადგენს "დაცვისა და ბრალდების" თანასწორობის პრინციპი.
მოდით, ერთად გავაანალიზოთ რა გააკეთა ივანიშვილმა ამ კუთხით. 2014 წლის პირველი სექტემბრიდან უქმდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ემუხლი, რომელიც დაცვის მხარესთვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. კერძოდ, აღნიშნული ნორმა დაცვის მხარეს უფლებას აძლევს სასამართლოში საქმის არსებით განხილვაზე, ერთი ისეთი მტკიცებულება წარადგინოს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის უზრუნველსაყოფად, რაც არ იწვევს ამ მტკიცებულების დაუშვებლობას. აღნიშნული ნორმა მოქმედებდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, გაუქმდა "დემოკრატი" ივანიშვილის პრემიერობის დროს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ემუხლიმე-2 ნაწილი რომელიც დაცვას მისცემს უფლებას შუამდომლობით მიმართოს სასამართლოს ჩხრეკისა და ამოღების თაობაზე, ამოქმედდება 2014 წლის პირველი სექტემბრიდან. თუ დაცვას ექნება ეს უფლება შესაძლებელი იქნებოდა პოლიციის დაწესებულებებში არსებული ძალადობის შეჩერება, რისი პოლიტიკური ნება არ აღმოაჩნდა ივანიშვილს პრემიერობის პერიოდში. 1 სექტემბრამდე რა უბედურებაც ხდება სამოქალაქო სექტორთან მიმართებაში ძალოვანების მხრიდან, ეს არის ივანიშვილის სინდისზე. დღეს, სამოქალაქო საზოგადოება დაუცველია როგორც არასდროს, სამოქალაქო საზოგადოებას არ გააჩნია პოლიციური ძალადობისგან თავის დაცვის შესაძლებლობა, არ აქვს უფლება ადვოკატის მეშვეობით გამოითხოვოს ელემენტარული მტკიცებულება.
დაპირება 2 სამოქალაქო საზოგადოება დაცული იქნებოდა ძალადობისაგან.
2013 წლის ივლისში, ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში, პოლიციის დაწესებულებაში მოწმის სტატუსით მიყვანილი მამუკა მიქაუტაძე, სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. ექსპერტიზის თანახმად, მას წამების კვალი აღენიშნება. გუშინ ივანიშვილს ასიამოვნა ჟურნალისტთა კორპუსმა და ეს კითხვა არავიან არ დაუსვა, რა თქმა უნდა არც თვითონ ივანიშვილს გახსნებია მამუკა მიქაუტაძის ისტორია, რომელსაც დარჩა მცირეწლოანი შვილები რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ქირით ცხოვრობენ. ივანიშვილს დაავიწყდა ოპოზიციაში ყოფნის დროს მისი 2 წლის წინანდელიგანცხადება ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით, (რომელიც მოწმის სტატუსით მიყვანილი ხაშურის პოლიცაში წამებით მოკლეს) ,,მე როდესაც მოვალ ხელისუფლებაში აღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ექნებაო", გვაიმედებდა წინასაარჩევნოდ ივანიშვილი. უნდა აღინიშნოს, რომ ქიმერიძის საქმეზე მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მოდით ერად გავაანალიზოთ, რა გააკეთა პერმიერმა ივანიშვილმა როდესაც მისმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ღარიბაშვილმა უკანონობა ჩაიდინა.
პოლიციის დაწესებულებაში მოწმის სტატუსით მიყვანილი მამუკა მიქაუტაძე, პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, ვინაიდან მას აღენიშნებოდა წამების კვალი და ეს იყო დადასტურებული ექსპერტიზის დასკვნით სამოქალაქო საზოგადოება ვითხოვდით გამოძიების ჩატარებას, მაგრამ პოლიციის მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება ჩაატარა ირაკლი ღარიბაშვილის უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დადო დასკვნა მამუკა მიქაუტაძეს არანაირი დაზიანებები არ აღმოაჩნდა და ეს იყო თვითმკვლელობა. ივანიშვილის და "ქართული ოცნება" როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდნენ ხშირად აპელირებდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ,,გირგვლიანი-საქართველოს წინააღმდეგ", სადაც მითითებულია, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმე არ უნდა გამოეძიებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვინაიდან სავარაუდო დამნაშავენი იყვნენ პოლიციის თანამშრმლები, აღნიშნული ფაქტი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა დარღვევად, მაგრამ როდესაც ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა ანალოგიური შემთხვევა და პოლიცია სავარაუდოდ უნდა დადანაშაულებულიყო მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანაში, გამოძიება აწარმოა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და არც ივანიშვილს და არც "ქართული ოცნების" დეპუტატებს, რომლებიც პოლიტიკურ კარიერას იკეთებდნენ გიგრგვლიანის საქმეზე აპელირებით და ქალბატონ ირინა ენუქიძის სასაფლაოზე სიარულით, არავის გახსენებია ხელისუფლებაში ყოფნის დროს გირგვლიანის საქმე.
დაპირება 3. დაისჯებოდა ყველა თანამდებობის პირი, რომელიც ჩაიდენდა დანაშაულს.
ტელევიზიის საშუალებით მთელმა საქართველომ იხილა, სამართალდამცავებმა როგორ დაადეს ბორკილები მოწმის სტატუსით გამოძახებულ მოქალაქეებს, რომლებიც შემდეგ დაკითხვის გარეშე გაათავისუფლეს. ივანიშვილმა პრემიერობის დროს, პრესკონფერენციაზე საჯაროდ დააფიქსირა აზრი, რომ ეს იყო დაკავება. მაშინ გამოდის, რომ ადგილი ჰქონდა უკანონო დაკავებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ემუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განზრახ უკანონო დაკავება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე. ვინაიდან, მოქალაქეთა ნების წინააღმდეგ მათი უკანონო გადაადგილება მოხდა, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკების მხრიდან ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ემუხლით გათვალისწინებული დანაშაული – თავისუფლების უკანონო აღკვეთა ორი ან მეტი პირის მიმართ, რომელიც თავისუფლების შვიდიდან ათწლამდე აღკვეთით ისჯება. სამოქალაქო საზოგადოება თავდაპირველად ვერ მივხვდით რატომ დააფარა ხელი ივანიშვილმა მაშინდელ ფინანსური პოლიციის შეფს ოთარ ფარცხალაძეს, რომლის გარეშე არ მოხდებოდა დანაშაულის ჩადენა. თურმე მას უპირებდნენ მთავარ პროკურორად დანიშვნას რაც იყო კიდევ ერთი უწესო მოქმედება სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში. კრიმინალური წარსულის მქონე ფარცხალაძის დანიშვნამ მთავარ პროკურორად შოკში ჩააგდო სამოქალაქო საზოგადოება მაგრამ უფრო დიდი უსინდისობაა ფარცხალაძის მიერ ფინანსური პოლიციიდან მიყვანილი კადრების დანიშვნა მთავარ პროკურორად და მის მოადგილეებად. სამოქალაქო საზოგადოებას ივანიშვილი დაგვპირდა სამათლიანობას, წართმეული ქონების დაბრუნებას და დამნაშავეების დასჯას. პროკურატურის ხელმძღვანელი პირები, სააკაშვილის რეჟიმის დროს მოღვაწეობდნენ ფინანსურ პოლიციაში სადაც ხდებოდა სამოქალაქო საზოგადოების ტერორი ქონების წართმევა და ა.შ ივანიშვილის მიერ ნაქებმა ღარიბაშვილმა კი ნაცვლად იმისა, რომ აღედგინა სამართლიანობა სავარაუდო დამნაშავენი, კვალის დაფარვის მიზნით უმაღლეს თანამდებობებზე დანიშნა.
დაპირება 4. სამოქალქო საზოგადოების დაცვა და საკანონმდებლო რეგულაციები.
საქართველოში, რომ არ ყოფილიყო ახალი ქიმერიძეები და მიქაუტაძეები სამოქალაქო საზოგადოებამ ბრძოლით მივაღწიეთ იმას, რომ მოწმედ დაბარებული პირი დაკითხულიყო პირდაპირ სასამართლო პროცესზე რაც ამოქმდებული უნდა ყოფილიყო 2013 წლის 1 დეკემბრიდან. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3 ივლისის სხდომაზე ივანიშვილმა მოიწონა და მიმართა პარლამენტს, რათა პარლამენტმა შეიტანოს ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და 2014 წლის დეკემბრამდე გადაიდოს მოწმედ დაბარებული პირის პირდაპირ სასამართლოში დაკითხვა. საბოლოოდ პარლამენტმა მოწმედ დაბარებული პირის პირდაპირ სასამართლოში დაკითხვა გადადო 2 წლით 2015 წლის 31 დეკემბრამდე და ამით დააკანონოა მოწმედ მიყვანილი უდანაშაულო მოქალაქეთა წამება, პოლიციის დაწესებულებებში. სააკაშვილს აღებული ჰქონდა ვალდებულება საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, რომ 2013 წლის დეკემბრიდან მოწმე დაიკითხებოდა პირდაპირ სასამართლოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამზდებდა ამ მიზნით პროკურორებს. ივნიშვილმა კი სამოქლაქო საზოგადოება დაგვტოვა ბოლშევიზმში, რაც თავისთავად როგორც მოქმედი პრემიერი ღარიბაშვილი იყოდა კატასტროფაა, კატასტროფა.

დაპირება 5. სამართლიანობის აღდგენა და სამართლიანი მართლმსაჯულება.
ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდნენ პოლიციის მიერ უკანონოდ დახვრეტილი ახალგაზრდების გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის, გამცემლიძის, გურამ შარაძის და სხვათა საქმეების გამოძიების ლოზუნგით, ხოლო აკეთებენ საპირისპიროს, რაზედაც დრო მოვა და სამოქალაქო საზოგადოება მოვთხოვთ პასუხს. მოკლული ზურა ვაზაგაშვილის მამას, იური ვაზაგაშვილს ლომის წვლილი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოყვანაში მისი შვილის სახალხოდ დახვრეტის საქმის გამოძიება (ასეთი შეფასება მისცა მას მაშინდელმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა რომელმაც ზეპირად იცის ეს საქმე ) არ სჭირდებოდა, ვინაიდან არსებობს თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაღებული ვიდეო მასალა, რომელიც აჩვენეს ტელეკომპანიებმა, მაგრამ ამ საქმეშიც კი არ აღმოაჩნდაა ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ნება, ვინაიდან ათობით მაღალი თანამდებობის პირია ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში გასვრილი, ნაცვლად საქმის გამოძიებისა ზურა ვაზაგაშვილის მკვლელებაში მონაწილე პირები თანამდებობრივად დააწინაურეს.

დაპირება 6. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დაგვიტოვებდა ქვეყნის ღირსეულმ მართველს.
ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ჩაიდინა სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში გაუგონარი ძალადობა ,,ოპერაცია გირგვლიანი 2", ივანიშვილმა დაგვინიშნა საქართველოს პრემიერ–მინისტრად. ნაცვლად იმისა, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დაენებინა, როგორც ამას წინასაარჩევნოდ გვპირდებოდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2012 წლის 18 დეკემბერს საქმეზე "დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოიტანა და ერთსულოვნად დაადგინა, კონვენციისმე-3 მუხლი - "წამება, არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობა" დაირღვა. მომჩივანი რევაზ დვალიშვილი, 2005 წლიდან ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ იგი გახდა წამების მსხვერპლი წყალტუბოს რაიონის პოლიციის მუშაკების მხრიდან. რევაზ დვალიშვილი 2006 წლიდან მოყოლებული ამტკიცებდა, რომ ის დაზიანებები, რომლებიც მას აღმოაჩნდა სამედიცინო დასკვნის შედეგად, უშუალოდ პოლიციაში წამების შედეგად აქვს მიღებული. კერძოდ, წყალტუბოს პოლიციის მუშაკებმა რევაზ ქობულიამ, მალხაზ მჟავიამ, ბადრი ღაჭავამ, ზვიად აფციაურმა და გამომძიებელმა მერაბ ქორიძემ იგი პოლიციის განყოფილებაში დააგდეს, ფეხებითშ ესდგნენ, წიხლებით სცემდნენ და ხელის თითებს უჭეჭყავდნენ. შემდეგ ფეხებით დაკიდეს ზევიდან ქვევით, დაასხეს "კოკა-კოლა" იატაკზე დაენით აალოკინეს. როგორცსაქართველოს სინამდვილეში ხდება, საქართველოს პროკურატურამ გაამართლა მოძალადე პოლიციელები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ რევაზ დვალიშვილმა დაზიანებები მიიღო უშუალოდ დაკავების პროცესში, მიწაზე ერთჯერადი დაცემით. თუ რატომ არ მისც აპასუხისგებაში არჩილ კბილაშვილის უწყებამ რევაზ დვალიშვილის წამების გამო პოლიციის მუშაკები: რევაზ ქობულია, მალხაზ მჟავია, ბადრი ღაჭავა, ზვიად აფციაური და მერაბ ქორიძე, გამოჩნდა მას შემდეგ რაცშინაგან საქმეთა მინსტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განახორციელა "ოპერაცია გირგვლიანი 2" და რევაზ დვალიშვილის მთავარი მწამებელი-რევაზ ქობულია 2013 წლის ივლისში დანიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსად. მე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ვერ მოვიძიე მსგავსი უკანონობა, თვით ლუკაშენკოს არ დაესიზმრებოდა ამგვარი უკანონობა. ეს მოხდა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს და ვერც ერთმა ჟურნალისტმა ვერ გაბედა და ვერ დაუსვა კითხვა ყოფილ პრემიერს. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში რომ მომხდარიყო მსგავსი ფაქტი, სახელმწიფოს პირველი პირი ჟურნალისტებთან შიშით ვერ გამოჩნდებოდა ივანიშვილი კი გამოჩნდა და თანაც როგორ. რაც მიუთითებს, რომ ჩვენ ვერ შევდექით როგორც სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოება ძალიან სუსტია.
დაპირება 7. სამართლიანობის აღდგენა და მიუკერძოებელი ტრიბუნალის მიერ კანონიერ ძალაში შესული უკნონო გადაწყვეტილებების გადასინჯვა.
მთელი წელი გვატყუა ივანიშვილმა, რომ შეიქმნებოდა ხარვეზების დამდგენი კომისია, მაგრამ როდესაც მარგველაშილი გაიყვანეს პრეზიდენტად მაშინვე დაიბლოკა კანონიერ ძალაში შესული უკნონო გადაწყვეტილებების გადასინჯვა. მოქმედმა პერმიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული დააბრალა უსახსრობას. რაც არის კიდევ ერთი სამარცხვინო პოლიტიკური სვლა. თვითონ ხარვეზების დამდგენი კომისია იყო უტოპია და ის ვერ იმუშავებდა. მაგრამ მინდა შევახსენო სამოქალაქო საზოგადოებას, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, როდესაც ქვეყანაში ყველაზე დიდი სიღარიბე იყო და სახელმწიფო ბიუჯეტი იყო დღევანდელ ბიუჯეტზე სამჯერ ნაკლები, ვინაიდან არსებობდა პოლიტიკური ნება საკანონმდბოლო ცვლილების გზით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო უფლება გადასინჯულიყო კანონიერ ძალაში შესული პრეზიდნეტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა საქმეები. ბიძინა ივანიშვილს მინდა შევახსენო, რომ უზენაეს სასამართლოში ვაკანტურია ოცამდე მოსამართლის ადგილი. ელემენტარულად უკანონოდ დათხოვნილი მოსამართლეები ნინო გვენეტაძე, მერაბ ტურავა, თამარ ლალიაშვილი დაებრუნებინათ თავის თანამდებობაზე. რადგან მათ უკანონოდ შეუწყდათ სამოსამართლო უფლებამოსილება ამ პრობლემას ნაწილობრივ მოაგვარებდით, მაგრამ მაშინ ფარცხალაძეს და მის მიერ მოყვანილ პროკურორებს ვეღარ დანიშნავდით თანამდებობაზე, რადგან მათ ციხეში მოუწევდათ ჯდომა. აქაც მოგვატყუა ივანიშვილმა.
მაგრამ გუშინ, მიუხედავად ყველაფრისა, როგორც ვასიკო ოდიშვილი იტყოდა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს აგვიხდინა ასე ნანატრი "ოცნება" და როგორც იქნა დაანონსებული არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზენტაცია მოაწყო. რომელიც მალე წარსულს ჩაბარდება, როგორც ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებები. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება, კი დავრჩებით ოცნებების გარეშე და ახალი ვირტულური გმირის ძებნას შეუდგებით, ჩვენ ხომ გმირების გარეშე, როგორც საქართველოს უახლესმა ისტორიამ, აჩვენა ცხოვრება არ შეგვიძლია", _ აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 961
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია