დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რუსეთმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლა
ავტორი:
2014/თებერვალი/05 12:30:02
რუსეთის მხარემ ვადაზე ადრე გაათავისუფლა საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთში სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით იხდიდნენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლენა, ზურაბ აბაშიძემ განცხადა, მათ 8 და 9 წელი ჰქონდათ მისჯილი და საკმაოდ ცუდი პერსპექტივით.
"ისინი რუსეთის მხარემ გაათავისუფლა და უკვე საქართველოში, თავის ოჯახებთან იმყოფებიან. დარჩა კიდევ რამდენიმე მოქალაქე და ჩვენ ვმუშაობთ მათი გათავისუფლებაზეც",-აღნიშნა ზურაბ აბაშიძე, თუმცა გათავისუფლებულთა ვინაობა არ დააკონკრეტა.
"ჩვენ ამ თემას არ ვაპიარებდით და ოპონენტების კრიტიკას არ ვპასუხობდით, მაგრამ უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგი. ეს არის პასუხი იმ კრიტიკაზეც, რომ რუსეთთან დიალოგი საჭირო არ არის. ეს არის სწორედ ამ დიალოგის ერთ-ერთი შედეგი. დარწმუნებული ვართ, სხვა დაკავებულებთან დაკავშირებითაც ანალოგიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული",- განაცხადა აბაშიძემ.
მისი ინფორმაციით, გათავისუფლებული ორი პირი რუსულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1139
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია