დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არასაპარლამენტო პარტიებმა და არასამთავრობოთა წარმომადგენლებმა ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომა დატოვეს
ავტორი:
2014/თებერვალი/04 17:00:03
არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
როგორც "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ "ინტერპრესნიუსს" ქუთაისიდან აცნობა, მათი პროტესტი გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ხელისუფლება არსებულ საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში არაფრის შეცვალს არ აპირებს.
ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე არასაპარლამენტო ოპოზიციამ ხელისუფლებისგან, საკუთრივ კი ჯგუფის ხელმძღვანელ ზვიად ძიძიგურისგან მოითხოვა პასუხები კითხვებზე, რომელიც მაჟორიტარულ სისტემას, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებას, 50%-იანი ბარიერს, სარეკლამო დროის ლიმიტს და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს ეხება.
პასუხად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმავე საარჩევნო ადმინისტრაციით, დავების გადაწყვეტის იმავე წესით და კანონებით, თუმცა საკითხებზე მუშაობა გაგრძელდება. ძიძიგურმა იმ ცვლილებებსაც გაუსვა ხაზი, რომელიც ადგილობრივი არჩევნებისთვის საარჩევნო კანონმდებლობაში აისახება.
"საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების, საარჩევნო დავების გადაწყვეტის, პარტიათა დაფინანსების წესსა და ყველა სხვა თემებზე, რომელიც ჩემი და კოალიციის აზრით, არის გასასწორებელი, ჩვენ მუშაობას ვაპირებთ. დაწყებულიც არის მუშაობა, პროექტები შემოტანილია, ოღონდ ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნებამდე ეს ცვლილებები არ მოესწრება. ეს არაერთხელ მითქვამს, მაგრამ არ დავიზარებ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იგივე საარჩევნო ადმინისტრაციით, დავების გადაწყვეტის იგივე წესით და იგივე კანონებით, რომლებშიც ცვლილებებია შესატანი" - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
რაც შეეხება პარტიების დაფინანსებას, უფასო სარეკლამო დროს, პარტიების დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების საკითხს, ამაზე ძიძიგურის პასუხი იყო, რომ 4-დან 10 თებერვლამდე აღნიშნულ თემებზე მთავრობასთან კონსულტაციები გაიმართება.
"იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც გაცილებით მოკრძალებული იყვნენ თავიანთ მოთხოვნებში ორიოდე წლის წინ, დღეს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხთად გამოაცხადეს 50%-იანი ბარიერი. ამასთან დაკავშირებით გეტვით, რომ 40%-იანი ბარიერი თვითმმართველი ქალაქებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ბარიერია და თუ რომელიმეს მიაჩნია, რომ ადვილად გადასალახი ბარიერია, აგერ იქნება არჩევნები და ყველანი ვნახავთ, რომ ეს მარტივი ბარიერი არ არის", - განაცხადა ძიძიგურმა.
მან ასევე დააფიქსირა, რომ გაიზრდება პროპორციული წარმომადგენლობების თანაფარდობა საკრებულოებში და გაიზრდება 10-დან 15 დეპუტატამდე.
"არსებული სქემის მიხედვით, მთელი საქართველოს მასშტაბით 1000 და ცოტა მეტი მაჟორიტარი დეპუტატია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და 600-ზე ცოტა მეტია პროპორციული სისტემით. ეს თანაბრდება და იქნება დაახლოებით 1000-ი 1000-ზე", - განმარტა ზვიად ძიძიგურმა.
მან დაადასტურა ის გადაწყვეტილებაც, რომ პარტიული 5%-იანი ბარიერი ჩამოვა 4%-მდე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 989
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია