დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა
ავტორი:
2014/თებერვალი/03 18:30:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ამ გზაზე მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებასა და მოკლე ვადებში ხელმოწერაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტის შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსაც, რომლის წინაშეც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნები დგანან.
პრემიერ-მინისტრმა ევროკომისართან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენასეობის უზრუნველსყაოფად მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და კონკრეტულ რეფორმებზე ისაუბრა.
საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების თემებს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში არსებულ მდგომარეობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ევროკავშირის მნიშვნელობას რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1191
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია