დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებთან დღეს შეხვედრა გაიმართება
ავტორი:
2014/თებერვალი/03 12:30:03
სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებთან, დღის მეორე ნახევარში, სპორტის სამინისტროში შეხვედრა გაიმართება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეხვედრას მის გარდა დაესწრება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინსიტრი ლევან ყიფიანი და პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე. ამასთან, როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო.
"საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააფიქსირა ამასთან დაკავშირებით პოზიცია, რომ მაშინ როდესაც ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ურთულესი გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა დავით ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ ამას თან ახლდა მცდელობები ამ ოლიმპიადის პოლიტიზირების.
სოჭის ოლიმპიადაზე სულ ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას: მოთხილამურეები ნინო წიკლაური, იასონ აბრამიშვილი, ალექსი ბენიაიძე და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რომელიც სოჭში 14 თებერვალს კანადიდან ჩავა.
საქართველოს ნაკრების მედროშე ოლიმპიადის გახსნაზე ნინო წიკლაური იქნება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1159
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია